2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში

2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში

19 სექ 2019

პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ - ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ 2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგი განახორციელა.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი. მისი მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და მათი კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.