centers for civic engagement
English
Home 

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა და გამოწვევები

19 იანვარს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის ოფისის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდა კომპანია Wondernet Express-ის ხელმძღვანელი გიორგი ზარიძე, პროექტის მენეჯერი ჯალელ ავეზოვი, ექსპერტი ჯუღული ახვლედიანი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური Wondernet Express -ი.

მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არ სჯერათ ვერსიის, რომლის მიხედვითაც ტერმინალით ქიმიური ნივთიერების გადატანა საფრთხეს არ შეიცავს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის "ქიმიური შეტევა ბათუმზე" და საპროტესტო აქციებით ეხმიანებიან მისი მშენებლობის იდეას.

"ჩვენ ძალიან თანამედროვე ტერმინალი უნდა ავაშენოთ, ეს განავითარებს ეკონომიკას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს", – მიმართა შეხვედრის მონაწილეებს კომპანია Wondernet Express-ის პროექტის მენეჯერმა, ჯალელ ავეზოვმა.

კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ზარიძემ პრეზენტაციის დროს თქვა, რომ ახალ ტერმინალს დაახლოებით 80 თანამშრომელი დასჭირდება. რაც შეეხება ეკონომიკას – მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ყოველწლიურად ნავსადგურის და რკინიგზის შემოსავალი 25 მლნ დოლარით მოიმატებს და, ამას გარდა, გემების მომსახურება გაიზრდება.

“მარტო კარბამიდის შემოტანა არ იგეგმება. საუბარია ამონიუმ ნიტრატზე, რომელიც იგივე დინამიტია. თქვენ ბათუმს სვამთ ბომბზე. ბათუმი ტურისტული რუკიდანაც გაქრება”, – თქვა შეხვედრაზე ალეკო თევზაძემ. იგი ახალი ტერმინალის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

“ჩვენ მხოლოდ კარბამიდზე გვქონდა შეკვეთა. ნებართვის გარეშე სხვა ნივთიერებას ვერ შემოიტანენ”, – დასძინა ექსპერტმა ჯუღული ახვლედიანმა, რომელმაც უსაფრთხოების კუთხით დასკვნა დადო.

Wondernet Express-ის წარმომადგენელმა შეხვედრის ბოლოს განაცხადა თანხმობა საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფი ჩაერთოს ამ პროცესში.
უკან დაბრუნება  
მაისი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა