7 ნოემბერს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში გაიმართა ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“, რომელშიც მონაწილეობდნენ თელავის, საგარეჯოს, ყარაჯალის, მანავის, იყალთოსა და ვანთის ახალგაზრდები. ფესტივალზე გაიმართა სხვადახვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული ღონისძიება.
თამარ გურჩიანმა, გიორგი კეკელიძემ და დავით გორგილაძემ ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე.
ფესტივალმა, ასევე, უმასპინძლა შემეცნებით-გასართობ შოუს „წიგნების თაროს“ წიგნების თარო და მის წამყვანს ალექსანდრე ლორთქიფანიძეს. შოუს ფარგლებში მონაწილეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ კითხვებს.
საჯარო გამოსვლის კონკურსში ოცდახუთმა თელაველმა და საგარეჯოელმა მოსწავონაწილეობა თემაზე, „რა არის თანასწორობა და რატომ არის ეს ჩელემ მიიღო მმთვის მნიშვნელოვანი“. ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა: ვანო გომურაშვილი (პირველი ადგილი), მარიფ ხალილოვი (მეორე ადგილი), სალომე ფროდიაშვილი (მესამე ადგილი). ჟიურის მოწონება დამატებით სამმა მონაწილემაც დაიმსახურა - ყარა ზაქირ ოღლი, ნია დიღმელაშვილი (საგარეჯო), გიორგი ყურშიტაშვილი.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კულინარიული კონკურსი, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობდნენ (გიორგი ურჩუხიშვილი, ვახო მოსიშვილი, დავით ღონღაძე, პაატა ალიაშვილი, არჩილ მჭედლიშვილი). კონკურსის მომზადებაში თელავის პროფესიული სასწავლებელი „პრესტიჟიც“ იყო ჩართული. კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით, გიორგი ურჩუხიშვილი გახდა გამარჯვებული.
თელავის პირველი სკოლის ეზოში ყარაჯალელმა და იყალთოელმა გოგონებმა ამხანაგური მარტში გამართეს ფრენბურთში. გამარჯვება ყარაჯალის გუნდა მოიპოვა.
ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის UNFPA Georgia და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) პარტნიორობითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით. #NCCE #UNFPA #YouthFestival #თანატოლებითანასწორობისთვის