2011 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს 10 რეგიონალურ ქალაქში დააფუძნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები. თავდაპირველად, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მიზნად ისახავდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერას, თუმცა ცენტრებმა ძალიან სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა და ამიტომ ფუნქციონირება 2012 წლის არჩევნების შემდეგაც არ შეუწყვეტიათ. 2016 წლის მაისში კი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების დამოუკიდებელ ორგანიზაციად (ა(ა)იპ) დაფუძნდა - „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები პოლიტიკურად ნეიტრალური სათემო ცენტრებია, რომლებიც უსაფრთხო სივრცეს სთავაზობენ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებს, მედია საშუალებებს, პროფესორ-მასწავლებლებს, პოლიტიკურ პარტიებს, თანამდებობის პირებსა, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ყველა სხვა ჯგუფს განურჩევლად მათი პოლიტიკური  და სოციალური კუთვნილებისა მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი პატივის სცემენ თავისუფალი, დემოკრატიული და კონსტრუქციული ჩართულობის პრინციპს და არ წაახალისებენ ძალადობას და/ან დისკრიმინაციას. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ნეიტრალური სივრცეები დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური და/ან გავლენიანი ფინანსური ჯგუფების მხრიდან არაპროპორტიული დისკრეციისგან.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ძალისხმევა დემოკრატიული დიალოგის გაძლიერებისა და ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის კუთხით უპეცენდენტოა, რაც მის დადებით რეპუტაციაზეც აისახება.

2015 წელს ჩატარებულ კვლევაში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მომხმარებლებმა ცენტრები საშუალოდ 5-დან 4.8 ქულით შეაფასეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ცენტრების მთავარ ძლიერ მხარეს წარმოადგენს სანდოობის მაღალი ხარისხი და ის ფაქტი, რომ ცენტრების ხელშეწყობით ნებისმიერ პროცესში დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი მონაწილეობს. გარდა ამისა, ცენტრები მკაცრ ზედამხედველობას უწევენ, რომ ყველა მონაწილე მხარემ ზედმიწევნით დაიცვას დებატების წესები ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ დებატებისა და სხვა ღონისძიებების დროს.

მოქალაქეთა მხრიდან ამგვარმა ნდობამ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს“ შესაძლებლობა მისცა, რომ დემოკრატიულ პროცესებში 650,000-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო. რვაწლიანი არსებობის მანძილზე ცენტრებმა ორგანიზება გაუწიეს დაახლოებით 32,000 საჯარო შეხვედრას. ცენტრების მიერ ორგანიზებულმა და ინიციირებულმა დისკუსიებმა ხელი შეუწყო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების, საარჩევნო პროცესების, დეზინფორმაციული კამპანიების, ქალთა საკითხების, უმცირესობათა პრობლემებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.

საქართველოს რეგიონების დიდ ნაწილში ქსელის მიერე შეთავაზებული პლატფორმა და რესურსები უნიკალურია. ამავე კვლევის თანახმად, ცენტრების მიერ შემოთავაზებული სივრცეების არარსებობის შემთვევაში მომხმარებელთა 40-50% ვერ შეძლებადა სამოქალაქო ღონისძიებებისა და აქტივობების გამხორციელებას.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი ახალგაზრდების მოტივირებასა და განათლებასა, რითიც ხელს უწყობს მათ განვითარებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ადგილობრივმა თემებმა შექმნან ადეკვატური შესაძლებლობები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შეძლონ თავისი მიზნების განხორციელება და ინტერესების წინ  წამოწევა.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ კრიტიკულ როლს ასრულებს ისეთ ტრადიციულად მოწყვლად თემებში, როგორიც არის ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობები, იძულებით გადაადგილებული პირები, ხანდაზმულები და ქალები. ამჟამად, ქსელის მიერ ორგანიზებული საჯარო დებატების, საზოგადოებრივი  და ადვოკატირების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების დაახლოებით 50% სწორედ ამ ჯგუფებს ეძღვნება.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ არაერთ შესაძლებლობას ქმნის, რათა ერთ სივრცეში მოუყაროს თავი რეგიონებში მცხოვრებ ქალებს. ამ მიზნით იქნება ქალთა კლუბები, რომლებიც სწორედ ქალთა წინაშე არსებულ გამოწვევებს ეხმიანებიან. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები ქალთა კლუბებთან ერთად რეგულარულად ატარებენ ღონისძიებებს, რომლებიც წინ წამოწევენ გენდერული თანასწორობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა საკითხებს და მუშაობენ დაოჯახების მიზნით გოგონათა გატაცების, ნაადრევი ქორწინებისა და სქესის ნიშნით განსაზღვრულ შერჩევით აბორტების მავნე პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ კონსტრუქციული ჩართულობით ადგილობრივი მთავრობები უფრო მეტად დაუახლოვდნენ თავიანთ ამომრჩევლებს. მათი ინიციატივით ტარდება საჯარო კონსულტაციები და საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელი რეფორმებისა და ბიუჯეტის განხილვის დროს, რითიც ხელს უწობენ მათი ეფექტურობის გაზრდას. ბევრ რეგიონში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ხელშეწყობით მუნიციპალიტეტებში მოეწყო შეხვედრები და ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვა - ეს არის ახალი პრაქტიკა, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების დაარსებამდე არ არსებობდა.

თანამდებობის პირები რეგულარულად იღებენ მოწვევას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად და ხშირად თვითონაც ატარებენ მსგავს შეხვედრებს ცენტრების სვირცეებში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში პოლიტიკური კლიმატი ჯერაც მეტისმეტად პოლარიზებულია, ადგილობრივი მთავრობები ხშირად თავს არიდებენ თავიანთი რეგიონების მიღმა ჩატარებულ შეხვედრებს, თუმცა ნდობით არიან განწყობილი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიმართ, რადგან სწამთ, რომ ისინი ზედმიწევნით კარგად დაიცავენ დემოკრატიული დებატების წესებს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ცენტრებში ადგილობრივ მთავრობებთან გამართულ შეხვედრებზე მოქალაქეები თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ და თავის პრობლემებზეც უფრო ღიად საუბრობენ ვიდრე მაშინ, როცა ამგვარი შეხვედრები სამთავრობო უწყებში ეწყობა.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ დახმარებას უწევს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ბიზნესებს, რათა მათ ხმა მიაწვდინონ სოციალურ ჯგუფებს, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ბიზნესთან და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და ამ სფეროებში არსებულ შესაძლებლობებზე. ისინი უზრუნველყოფენ, რომ ამ ჯგუფებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, გაიაზრონ და თავის სასარგებლოდ გამოიყენონ მათივე თემებში დასაქმების და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობების კუთხით არებული ინფორმაცია.

არჩევნების დროს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში თავს იყრიან ადგილობრივი და მთელი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე ჟურნალისტები, რომლებიც იღებენ მათთვის საინტერესო, ძირეულ ინფორმაციას არჩევნების, საარჩევნო სისტემის რეფორმირების, საარჩევნო პროცედურების, საარჩევნო კამპანიის წარმოების, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების დახმარებით პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები ხვდებიან თავის ამომრჩეველს, რითიც ხელს უწყობენ მოქალაქეთა გაძლიერებას, რათა მათ კენჭისყრის დღეს გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ. ცენტრები უზრუნველყოფენ, რომ კანდიდატებთან ურთიერთობა იყოს მიზამმიმართული, ასახავდეს ყველა მწვავე პრობლემას და მოიცავდეს თითქმის მთელ თემს. კენჭისყრის დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საარჩევნო პროცესის ერთგვარ ეპიცენტრად იქცევიან. აქ მანსპინძლობენ კანდიდატების მიერ პარტიებისა და დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ორგანიზებულ მედია-ბრიფინგებს, რათა შეიქმნას უსაფრთხო და ნეიტრალური გარემო ჟურნალისტებისთვის.