2018 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში

2018 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში

30 სექ 2020

2018 წელს საჯარო ინსტიტუტების მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან საგრანტო დაფინანსების გაცემის მონიტორინგი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელშეწყობითა და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

წინამდებარე კვლევა აფასებს სახელმწიფოს მიერ გაცემული საგრანტო დაფინანსების პროცესის ეფექტურობას, ეტაპებსა და ზოგად პრინციპებს. კვლევა არ მოიცავს დაფინანსებული პროექტების შინაარსობრივ ან ხარისხობრივ შეფასებას. ერთი მხრივ, ყურადღება გამახვილებულია კანონმდებლობის განსაზღვრულ წესებზე, თუ რა ფორმით, რომელი ეტაპების გათვალისწინებით და რა კრიტერიუმებით ხდება საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან საგრანტო კონკურსების ადმინისტრირება და, მეორე მხრივ, შესწავლილია კონკურსის მონაწილე და გრანტების მიმღები ორგანიზაციების პრაქტიკული გამოცდილება, რათა ერთობლივად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავდეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს აღნიშნული პროცესი.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი. მისი მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და მათი კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.