რა აწუხებს ხალხს აჭარაში?

რა აწუხებს ხალხს აჭარაში?

16 ოქტ 2020

❓რა აწუხებს ხალხს აჭარაში?

🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ მნიშვნელოვანი საკითხებში აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებიდან.

👉ამჯერად გიზიარებთ აჭარაში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შედეგებს.

⭕️სიღარიბე და უმუშევრობა
o თურქეთში სეზონური სამუშაო იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი ოჯახისთვის;
o პანდემიამ სეზონური შრომითი მიგრაცია გააჩერა და სიღარიბე გაამწვავა;
o ერთჯერადად გაცემული დახმარება არასაკმარისია ოჯახებისთვის.

⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
o სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია და, უკიდურესი მდგომარეობის გარდა, ექიმთან ვერ ახერხებენ მისვლას;
o წამლები ძალიან ძვირია, უფრო მეტადაც, ვიდრე, მაგალითად, თურქეთში;
o მოუწესრიგებელი გზების გამო სამედიცინო დახმარების მიღება მაღალმთიან დასახლებებში კიდევ უფრო გართულებულია.

⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა
o საჯარო საბავშვო ბაღების დეფიციტი და ხარისხის პრობლემები;
o სკოლაში უსაფრთხოებისა და განათლების ხარისხის პრობლემა;
o ადგილობრივად მიღებული პროფესიული ცოდნა და უნარები არაა

⭕️წყლისა და კანალიზაციის გაუმართავი სისტემა
o სასმელი წყლის მილები ავარიულია და წყალი - სასმელად უვარგისი;
o გაუმართავია სანიაღვრე სისტემა და კოლექტორები.

⭕️ქაოტური განაშენიანება და ურბანული განვითარება
o ძველი ბათუმი მოუვლელია, ისტორიული უბნები ავარიულია და არაფერი კეთდება მათი შენარჩუნებისთვის;
o დაუგეგმავი და მოუვლელია რეკრეაციული ზონები;
o საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა მოუვლელია ან უხარისხო.

⭕️კორუფცია
o უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები;
o ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში.

⭕️დაუცველობის შიში
o ფიზიკური დაუცველობის შიში;
o არ არსებობს სურსათის ხარისხის კონტროლი, განსაკუთრებით გარე ვაჭრობის პირობებში;
o სამომავლო მდგომარეობის გაუარესების შიში.

ატვირთული ფაილები