რა აწუხებს ხალხს სამცხე-ჯავახეთში?

რა აწუხებს ხალხს სამცხე-ჯავახეთში?

21 ოქტ 2020

❓რა აწუხებს ხალხს სამცხე-ჯავახეთში?

🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.

👉ამჯერად გიზიარებთ სამცხე-ჯავახეთში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიების შედეგებს.

⭕️სიღარიბე და უმუშევრობა
o უმუშევრობა და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და წლების განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა;
o პანდემიის გამო საზღვრების დაკეტვამ და სხვა შეზღუდვებმა კიდევ უფრო გააღარიბა მოსახლეობა;
o პენსიონრები, შშმ პირები და მათი ოჯახები განსაკუთრებით ღარიბები არიან;
o ინფრასტრუქტურის გაუმართავობა ხელს უშლის სოფლის მეურნეობასაც და დასაქმებასაც;
o ქართული ენის უხარისხო სწავლება ხელს უშლის სომხურენოვან მოქალაქეებს დასაქმებაში და ქვეყნიდან მიგრაციისკენ უბიძგებს.
⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
o ადგილობრივ ექიმებს და ლაბორატორიებს არ ენდობიან და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მიმართავენ;
o ქალაქების გარეთ სასწრაფო დახმარების მიღებაც გაჭიანურებულია.
⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა
o სკოლებში მასწავლებლებს კვალიფიკაციის პრობლემები აქვთ, მათ შორის, ქრთამისა და ნეპოტიზმის გამოც;
o მასწავლებლებს არ აქვთ მოტივაცია, რეპეტიტორობა უფრო აინტერესებთ, რადგან უფრო შემოსავლიანია;
o ქართული ენის სწავლების დაბალი ხარისხის გამო უმაღლესი განათლება და დასაქმება ძალიან რთულად მისაღწევია;
o სომხურ ენაზე სასწავლო მასალების ხარისხი დაბალია;
o ყველა პრობლემის მიუხედავად, მაინც არის მოსაზრება, რომ მონდომების შემთხვევაში განათლების მიღება ყველგან შეიძლება.
⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა
o ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა დასაქმებას ძალიან უშლის ხელს;
o კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა შეზღუდულია და განსაკუთრებით გოგონები ზარალდებიან ამით.
⭕️კორუფცია
o ინფრასტრუქტურული პროექტები ჭიანურდება და უხარისხოდ სრულდება;
o ტენდერებს მხოლოდ დაახლოებულ კომპანიებს აძლევენ;
o ნეპოტიზმის გამო ადგილობრივი კვალიფიციური კადრები არ საქმდებიან.
⭕️უსაფრთხოება
o პოლიციის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა;
o უსაფრთხოების შეგრძნება უფრო მეტად ურთიერთნაცნობობაზეა დამყარებული.