როგორ დავიცვათ თავი დისკრიმინაციისგან?

როგორ დავიცვათ თავი დისკრიმინაციისგან?

22 ოქტ 2020

❓როგორ დავიცვათ თავი დისკრიმინაციისაგან
👉„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ USAID/PROLOG მხარდაჭერით მომზადდა ელექტრონული ბარათი დისკრიმინაციისგან თავის დაცვის შესახებ. დოკუმენტში თავმოყრილია ინფორმაცია დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების და მისგან დაცვის სხვადასხვა მეთოდების შესახებ.

❓ვის მივმართოთ დისკრიმინაციისაგან დასაცავად?
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია ეკისრებათ საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებს (საქალაქო/რაიონული, სააპელაციო და უზენაესი სასამართლო) და სახალხო დამცველს.)

🆘დახმარებისთვის დარეკეთ: 112
ან საკონსულტაციო ცხელ ხაზზე: 116 006

👉დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ სახალხო დამცველის ვებ-გვერდს: http://www.ombudsman.ge/
სახალხო დამცველის ცხელი ხაზი: 1481 (24/7)