რა აწუხებს ხალხს ქვემო ქართლში?

რა აწუხებს ხალხს ქვემო ქართლში?

25 ოქტ 2020

❓რა აწუხებს ხალხს მარნეულში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.

👉ვაქვეყნებთ მარნეულში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს


⭕️სიღარიბე და უმუშევრობა
o სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა;
o პანდემიის გამო საზღვრების დაკეტვამ თვითდასაქმება შეამცირა და კიდევ უფრო გააღარიბა მოსახლეობა;
o პენსიონრის მწირი შემოსავალიც კი მნიშვნელოვანი რესურსია ოჯახისთვის;
o ინფრასტრუქტურის გაუმართავობა ხელს უშლის სოფლის მეურნეობასაც და სხვაგვარად დასაქმებასაც.
⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
o სოფლის ამბულატორიები რეალურად არ მუშაობს;
o მხოლოდ მარნეულშია მეტ-ნაკლებად შესაძლებელი სამედიცინო მომსახურების მიღება მიმდებარე რაიონებისთვისაც;
o წამლების სიძვირე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა
o ბაღები არაა საკმარისი რაოდენობით, განსაკუთრებით სოფლებში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის არც ერთ სოფელში არაა საბავშვო ბაღი;
o სკოლებში მასწავლებლები არც ჰყოფნით და კვალიფიკაციის პრობლემებიც აქვთ;
o ბევრმა პენსიონერმა მასწავლებელმა მიიღო ერთჯერადი ჯილდო და დატოვა სკოლა, მაგრამ სანაცვლოდ ახალი მასწავლებლები არ მოსულან;
o ქართული ენის სწავლების დაბალი ხარისხის გამო უმაღლესი განათლება და დასაქმება ძალიან რთულად მისაღწევია;
o პრობლემაა აზერბაიჯანულ ენაზე სასწავლო მასალების ხარისხი;
o პროფესიული განათლების შესაძლებლობა არის, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობაა მოსახლეობაში და სწავლის ხარისხიც დაბალია.
⭕️წყლისა და კანალიზაციის გაუმართავი სისტემა
o სასმელი წლის პრობლემაა მარნეულშიც და მით უფრო - სოფლებში;
o სარწყავი წყალი ბევრგან არაა და სოფლის მეურნეობასა და მოსახლეობას ძალიან აზარალებს;
o კანალიზაცია სოფლებში საერთოდ არაა, ქალაქში კი გაუმართავია.
⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა
o ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა დასაქმებას ძალიან უშლის ხელს;
o საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა მარნეულში განსაკუთრებით პრობლემურია;
o კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა მარნეულშიც შეზღუდულია და მეზობელ მუნიციპალიტეტებში - კიდევ უფრო მეტად, განსაკუთრებით გოგონები ზარალდებიან ამით.
⭕️კორუფცია
o ინფრასტრუქტურული პროექტები ჭიანურდება და უხარისხოდ სრულდება;
o ტენდერებს მხოლოდ დაახლოებულ კომპანიებს აძლევენ;
o ნეპოტიზმის გამო ადგილობრივი კვალიფიციური კადრები არ საქმდებიან.
⭕️უსაფრთხოება
o უსაფრთხოების პრობლემა განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს აქვთ როგორც შინ, ისე საზოგადოებრივ სივრცეში, რის გამოც შეზღუდულები არიან.
o პოლიციისა და სასამართლოს მიმართ ძირითადად უნდობლობაა.
 

ატვირთული ფაილები