რა აწუხებს ხალხს რუსთავსა და გარდაბანში?

რა აწუხებს ხალხს რუსთავსა და გარდაბანში?

31 ოქტ 2020

❓რა აწუხებს ხალხს რუსთავსა და გარდაბანში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.

👉ვაქვეყნებთ რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს

⭕️ სიღარიბე და უმუშევრობა

o   უმუშევრობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა,  რომელიც სიღარიბეს იწვევს;

o   დასაქმებისას ნეპოტიზმი და ხანგრძლივი გამოცდილების მოთხოვნა ხელის შემშლელია;

o   სიღარიბის დასაძლევად სოციალური დახმარების ნაცვლად მუნიციპალური საწარმოების გახსნას და ხალხის დასაქმებას უკეთესი შედეგი ექნება.

⭕️ჰაერის დაბინძურება

o   რუსთავში ჰაერის დაბინძურება ძალიან მწვავე  პრობლემაა;

o   გარდაბანშიც საწარმოები საგრძნობლად  აზიანებს გარემოს.

⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა

o   ბაღების არასაკმარისი რაოდენობა და რეგისტრაციის სისტემის გაუმართავობა დიდი დაბრკოლებაა;

o   სკოლაში ახალი მასწავლებლების შესვლას ბარიერები ეღობება, მაშინ, როცა მოქმედი მასწავლებლების  კვალიფიკაცია დაბალია;

o   სასკოლო წიგნების უფასოდ დარიგება მნიშვნელოვანი შეღავათია ოჯახებისათვის;

o   სკოლაში პროფორიენტაციის გაკვეთილების  არარსებობა ხელს უშლის შესაფერისი განათლების მიღებასაც და დასაქმებასაც;

o   პროფესიული განათლება არაპოპულარულია და ხელმისაწვდომი არაა;

o   უმაღლესი განათლების დაფინანსება უფრო მეტად უნდა იყოს ხარისხზე ორიენტირებული;

o   არაფორმალური/სახელოვნებო განათლების შესაძლებლობები თითქმის არ არის.

⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა

o   სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები მოუწესრიგებელია;

o   ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა დასაქმებას ძალიან უშლის ხელს;

o   საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა.

⭕️ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი

o   სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია და მიუწვდომელი;

o   სამედიცინო დაწესებულებები ძალიან მოუწესრიგებელი და არაორგანიზებულია;

o   წამლების სიძვირე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ამცირებს.

⭕️ უსაფრთხოება

o   პოლიციის პროფესიონალიზმის მიმართ ნდობა შერყეულია.

o   ქალები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების გამო;

o   მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმართავობის გამო ფიზიკური საფრთხის შეგრძნება არსებობს.