რა აწუხებს ხალხს ქუთაისში?

რა აწუხებს ხალხს ქუთაისში?

31 ოქტ 2020

❓რა აწუხებს ხალხს ქუთაისში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.

👉ვაქვეყნებთ ქუთაისში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს

⭕️ სიღარიბე და უმუშევრობა

o   უმუშევრობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა;

o   დაბალი ანაზღაურების გამო დაცლილია რეგიონი;

o   სამუშაო ადგილები ახალგაზრდებისთვის უფროა, ვიდრე შედარებით ასაკიანი ადამიანებისთვის;

o   პანდემიისას სახელმწიფო დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი

o   საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია;

o   საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა რთულია, თუ კერძო დაზღვევას კარგავ;

o   ექიმების დამოკიდებულება ფარმაცევტულ კომპანიებზე აზარალებს პაციენტებს.

⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა

o   საჯარო სკოლებში რეგისტრაციის სისტემა გაუმართავია;

o   მასწავლებლების კვალიფიკაცია და მოტივაცია დაბალია, რის გამოც რეპეტიტორებთან მეცადინეობა  აუცილებელი ხდება;

o   კერძო სკოლების მატება შემაშფოთებელია.

⭕️ საყოფაცხოვრებო და კულტურული ინფრასტრუქტურის უხარისხობა

o   ინფრასტრუქტურული პროექტები გაჭიანურებულია და უხარისხოდაა შესრულებული;

o   ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმართავია.

⭕️ განვითარების პრობლემები

o   ქუთაისი, მიუხედავად თვითმმართველი ქალაქის სტატუსისა, არის ცენტრზე დამოკიდებული და ეზღუდება განვითარების შესაძლებლობა;

o   პარლამენტის გადატანამ ქუთაისის განვითარება შეაფერხა.

o   ქუთაისის საუნივერსიტეტო  ქალაქად გარდაქმნის მცდელობა ჯერჯერობით წარუმატებელია.

⭕️ კორუფცია

o   ნეპოტიზმის გამო დასაქმება რთულია;

o   დევნილებისთვის ბინების გადაცემის სისტემა გაუმართავია და კორუფციის ეჭვებს აჩენს;

o   კორუფცია და მექრთამეობა მოქალაქეებს სახელმწიფოსთან ყოველდღიურ ურთიერთობებში არ ხვდებათ.

 

ატვირთული ფაილები