რა აწუხებს ხალხს სამეგრელოში?

რა აწუხებს ხალხს სამეგრელოში?

31 ოქტ 2020

❓რა აწუხებს ხალხს სამეგრელოში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.

👉ვაქვეყნებთ სამეგრელოში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს

⭕️სიღარიბე და უმუშევრობა სიღარიბე და უმუშევრობა

o   განათლების მიუხედავად, რეგიონში სამუშაო ადგილები არ არის, დასაქმება მხოლოდ თბილისში ან საზღვარგარეთ არის  შესაძლებელი;

o   საზღვარგარეთ წასულები არჩენენ ოჯახებს და აქ დარჩენილებს მუშაობის მოტივაცია არ აქვთ;

o   აფხაზეთის კონფლიქტი ხელს უშლის სოფლად მოსახლეობის მუშაობასაც;

o   დევნილები სიღატაკისთვის არიან განწირულები.

⭕️სოფლის მეურნეობის განვითარების და ნაყოფიერების სისტემური პრობლემები

o   ნიადაგის დაცვა და აღდგენა სისტემური ღონისძიებებით უნდა მოხდეს;

o   მიწაზე საკუთრების არარსებობა აბრკოლებს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ნაყოფიერებას;

o   მექანიზაციის დაბალი დონე აზარალებს მოსახლეობასაც და შრომის ნაყოფიერებასაც.

⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი

o   საყოველთაო დაზღვევამ სამედიცინო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახადა;

o   რეგიონში ჯანდაცვის ხარისხი ძალიან დაბალია.

⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა

o   განათლების მოტივაცია დაბალია,  დასაქმების მიზნით  ქალების საზღვარგარეთ წასვლამ ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა;

o   პროფესიული განათლების მეტი მხარდაჭერაა საჭირო.

⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა

o   დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები ხშირად საცხოვრებლად შეუფერებელია.

⭕️კორუფცია

o   დევნილთა განსახლება კომპაქტური ჩასახლებებიდან, ქულების მიუხედავად, გარიგებებით უფრო ხდება.