რა აწუხებს ხალხს გურიაში?

რა აწუხებს ხალხს გურიაში?

31 ოქტ 2020

❓რა აწუხებს ხალხს გურიაში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.

👉ვაქვეყნებთ გურიაში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს

⭕️სიღარიბე და უმუშევრობა

o   თურქეთში სეზონური სამუშაო იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი ოჯახისთვის;

o   სეზონურ სამუშაოებზე არასრულწლოვნების მონაწილეობაც მაღალია;

o   პანდემიამ სეზონური შრომითი მიგრაცია გააჩერა და სიღარიბე გააღრმავა.

⭕️ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი

o   სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია და უხარისხო;

o   საყოველთაო დაზღვევით მომსახურების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია გრძელი და მოუწესრიგებელი რიგების გამო (უკმაყოფილებას ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებები იწვევენ, სადაც საყოველთაო დაზღვევით იღებენ სამედიცინო დახმარებას);

o   წამლები ძალიან ძვირია, მათ შორის, თურქეთთან შედარებით;

o   წამლების თურქეთიდან ჩამოტანა შეღავათი იყო, რაც ახლა შეუძლებელია.

⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა

o   საჯარო საბავშვო ბაღებში აღმზრდელების კვალიფიკაცია დაბალია;

o   სასკოლო განათლების ხარისხი დაბალია პედაგოგების ანაზღაურებისა და სხვა მხარდაჭერის ნაკლებობის გამო;

o   დისტანციურმა სწავლებამ არ გაამართლა მასწავლებლების უნარების არაადეკვატურობისა და ინტერნეტის მიუწვდომლობის გამო.

⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა

o   წყლის პრობლემა ჯერაც გადაუჭრელია. სადაც წყალი არის, გაუფილტრავი და სასმელად უვარგისია;

o   ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა დასაქმებას უშლის ხელს;

o   კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა შეზღუდულია და განსაკუთრებით გოგონები ზარალდებიან ამით;

o   ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა აზარალებს დისტანციურ სწავლებასაც, თვითგანათლებასა და დასაქმების შესაძლებლობებსაც ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის;

o   პარკები და საზოგადოებრივი სივრცეები მოუწესრიგებელია ან საერთოდ არ არსებობს.

⭕️კორუფცია

o   უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები;

o   ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში.

⭕️დაუცველობის შიში

o   ფიზიკური უსაფრთხოების შიში ნაკლებად, მაგრამ არის;

o   სამართალდამცველების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა;

o   სამომავლოდ მდგომარეობის გაუარესების შიშია.

ატვირთული ფაილები