რა აწუხებს ხალხს გორში?

რა აწუხებს ხალხს გორში?

31 ოქტ 2020

❓რა აწუხებს ხალხს გორში?
🎯 „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.
👉ვაქვეყნებთ გორში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს
⭕️სიღარიბე და უმუშევრობა
O უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების მატება
O კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკა გააჩერა და ხალხი გააღარიბა;
O მოსახლეობას დასაქმებაში დამატებით ბარიერს მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა უქმნის;
O სამუშაო ადგილები ძალიან ცოტაა და ანაზღაურება - მიზერული;
O სამუშაო ბაზარზე, ერთი მხრივ, ასაკობრივი დისკრიმინაციაა და ახალგაზრდებს ასაქმებენ მხოლოდ, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე ითხოვენ პრაქტიკულ გამოცდილებასაც, რომლის დაგროვების შანსიც ძალიან მცირეა;
O შედარებით ასაკოვანი ადამიანებისთვის თავის რჩენის იმედი არის მხოლოდ პენსია.
⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
O ადგილობრივი ექიმების და პერსონალის არაპროფესიონალიზმი და გულგრილობა დიდი პრობლემაა;
O საყოველთაო ჯანდაცვის მიუხედავად, გადასახდელი მაინც ბევრია გორში, რასაც თბილისში არ ახდევინებენ.
⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა
O ბაღების არასაკმარისი რაოდენობა ხელს უშლის დასაქმებას, განსაკუთრებით ქალებისათვის;
O ბაღები გადატვირთულია და ბავშვების აღზრდა-განვითარებისთვის შესაბამისი პირობები არ არის;
O საბაზო საფეხურის ზემოთ სკოლა ნაკლებად ინტერესდება ბავშვების დასწრებით და აკადემიური მოსწრებით;
O სასკოლო განათლება უხარისხოა და არასაკმარისია უნივერსიტეტში მოსახვედრად, რეპეტიტორების დაქირავების გარეშე;
O პანდემიის გამო დისტანციური სწავლებისას ზოგ შემთხვევაში შეიძლება მასწავლებლები უფრო ეფექტურებიც კი იყვნენ, ვიდრე სკოლაში;
O პროფესიული განათლების შემდგომ დასაქმება ნაკლებ საიმედოდ მიიჩნევა.
⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა
O ქალაქში მოუგვარებელია უპატრონო ძაღლების პრობლემა;
O საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა დასაქმებაში და განათლებაშიც მნიშვნელოვნად ხელისშემშლელია.
⭕️უსაფრთხოება
O გაზრდილია წვრილმან დანაშაულთა რიცხვი, რის მიზეზადაც მძიმე სოციალურ ფონსა და დაუსჯელობას მიიჩნევენ.
 

ატვირთული ფაილები