„ქალები გასული საუკუნიდან" - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი პუბლიკაციას აქვეყნებს

„ქალები გასული საუკუნიდან" - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი პუბლიკაციას აქვეყნებს

29 მარ 2021

ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ინიციატივით და ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭანტურიძის ავტორობით გამოიცა პუბლიკაცია „ქალები გასული საუკუნიდან", რომლის მიზანი ქალთა ისტორიული მიღწევებისა და წარმატების წარმოჩენა და ამ გზით მსოფლიოს განვითარებაში ქალების როლის ხაზგასმაა.

პუბლიკაცია აერთიანებს საუკუნის წინ მოღვაწე იმ ქალთა ისტორიებს, რომელთაც საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავთ და უდიდესი როლი ითამაშეს საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლაში.
ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე არაერთი ქალი გვევლინება რევოლუციური იდეების გამტარებლად. მძიმე პოლიტიკური თუ სოციალური ფონის მიუხედავად, ისინი მაინც ახერხებდნენ განათლების მიღე ბას და საკუთარი იდეების ხალხამდე მიტანას. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ადამიანებმა, გამორჩეულად კი ქალებმა, უდიდესი წვლილი შეიტანეს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, თავიანთ თავზე აიღეს „განმანათლებლების“ ფუნქცია და, გარკვეულწილად, განაპირობეს იმდროინდელი საქართველოს კულტურული აღმასვლა.

ატვირთული ფაილები