გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

ჯეისი ბერონი
ჯეისი ბერონი არის „აივ იქუალს ბრილიანტ ბროს“ (HIV Equal’s Brilliant Bro)
მიმომხილველი. ის სოციალური მეწარმე და ლგბტქ + მილენიანელების დამცველია.
ის ერთ-ერთი მოწინავეა სქესის მიმართ პოზიტიური განათლების, აივ ინფექციის
პრევენციისა და ფერადკანიანი გეი მამაკაცების უფლებების დაცვის მიმართულებით.
2015 წელს ჯეისმა ლოს-ანჯელესში შექმნა და უმასპინძლა - Kiss & Tell - ლგბტ ადამიანების
ურთიერთობების პირველ პანელს, რომელიც დღეს სრულმასშტაბიანი საზოგადოების სახით
ჩამოყალიბდა და ისეთ სოციალურ საკითხებზე მუშაობს, როგორებიცაა: ლგბტ
ხელოვნება/მედია, ახალგაზრდული პროგრამები, ციფრული ჟურნალი და მრავალი სხვა.
ჯეისი ნამდვილი გლობალური გმირია არა მხოლოდ მისი შთამბეჭდავი, თანაგრძნობის
აღმძვრელი კარიერის გამო, არამედ იმის გამოც, რითაც ის 2016 წლის აგვისტოში მკითხველის წინაშე
წარდგა. „აივ იქუალის“ შთამბეჭდავ საავტორო ბლოგში ჯეისმა ისაუბრა საკუთარ, როგორც
გაუპატიურების მსხვერპლის, გამოცდილებაზე, ბლოგი იყო გულახდილი და პირადული, სახელწოდებით
„მე ვარ შავკანიანი მამაკაცი და მე გამაუპატიურეს“ - მინიმალისტური ჰედლაინი უდიდესი
გამოხმაურებით. გეი თემში სექსუალური ძალადობის საკითხი, შესაძლოა, დიდწილად უხილავი იყოს იმ
საზოგადოებაში, რომელიც ჰეტერონორმატიული ღირებულებების საფუძველზეა შექმნილი. თუმცა,
ჯეისისა და მისი მსგავსი გაბედული ადამიანების დამსახურებით ძალადობის მსხვერპლი სხვა მამაკაცები
გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ თავს საკუთარი, ძალადობრივი გამოცდილების გაზიარებისას, რითაც
დღის სინათლეზე გამოაქვთ იმ საზოგადოების პრობლემები, რომელსაც მხარდაჭერა ესაჭიროება.
როგორც ჯეისი თავის საავტორო სვეტში აღწერს, მან შეძლო ძალადობას გადარჩენილებთან
დაკავშირება, რადგან „დაუცველობა ორგანულად გვაერთიანებს ჩვენ“.
ეჭვგარეშეა, რომ ჯეისის გულახდილობა ბიძგს აძლევს უფრო მეტ და სიღრმისეულ დისკუსიას
სექსუალური ძალადობისა და უშუალოდ პარტნიორის მხრიდან ძალადობის შესახებ.
მისი სიტყვებია: ,,...მინდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო. ისაუბრეთ ღიად!
ისაუბრეთ ხმამაღლა! ისწავლეთ სხვებისგან! მიიღეთ დახმარება, რომელიც გჭირდებათ
ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად და აქციეთ თქვენი ტკივილი სიძლიერედ!“