გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

ჯინეტ ბედოია ლიმა
1996 წელს 26 წლის ჟურნალისტი ჯინეტ ბედოია ლიმა გაიტაცეს კოლუმბიის ციხიდან,
რომელიც ცნობილია თავისი სახიფათო კავშირებით იარაღის კონტრაბანდასთან.
ის იყო ჯგუფური გაუპატიურების და წამების მსხვერპლი, შემდეგ კი - დაპატიმრებული
მემარჯვენე საპარლამენტო ჯგუფის მიერ, რომელმაც ციხეში ძალაუფლება დაკარგა მას
შემდეგ, რაც ჯინეტმა ამბოხება გააშუქა. დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ იგი გაიტაცა და
აწამა დაპირისპირებულმა მემარცხენე მილიციამ, რომელიც ცნობილია კოლუმბიის
რევოლუციური შეიარაღებული ძალების სახელით (FARC).
საკუთარ დანაწევრებულ ქვეყანაში დაუჯერებელი ტერორის გადატანის შემდგომ ჯინეტ
ბედოია ლიმამ დუმილი დაარღვია. 2009 წელს მან გააპროტესტა ფაქტი, რომელმაც
500.000-ზე მეტი ქალი გაუპატიურებისა და წამების მსხვერპლად აქცია ომისა და კონფლიქტის
სახელით ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
საბოლოოდ კი ეს იყო ჟურნალისტიკა, რომელმაც, ბედოიას აზრით, მისი სიცოცხლე გადაარჩინა. ის
იმედოვნებს, რომ კვლავ ჟურნალისტიკა გადაარჩენს სხვა ქალების სიცოცხლეს მის მსგავსად. ,,როგორ
დავძლიე ჩემი შიში, როცა ჩანდა, რომ ეს ჩემი სიცოცხლის აღსასრული იყო? როგორ გავაგრძელე
ცხოვრება, როგორც ქალმა და ჟურნალისტმა, როდესაც ჩემ წინ მხოლოდ ეს შავი კედელი იყო
აღმართული? უნდა გამეგო, თუ რა მოხდა. ამ სამყაროს დატოვებისას მე უნდა ვიცოდე, რა შეემთხვათ
ჯინეტ ბედოიას, ჩემს კოლეგებს და ბევრ სხვა ქალს. ამ ყველაფრის შემდგომ მე უარი ვთქვი ქვეყნის
დატოვებაზე და განვაგრძე ჟურნალისტად მუშაობა,'' - თქვა ბედოიამ, რომელმაც შემდეგ
დააფუძნა „გაერთიანებულ მსხვერპლთა ჯგუფი მოქმედებისთვის“. დღეს ის რეპორტიორი
და „ელ ტიემპოს“ (El Tiempo) რედაქტორია. მისი აქტივიზმის მიზანია, შეუმსუბუქოს
საზოგადოების წნეხით გამოწვეული დანაშაულის გრძნობა სექსუალური ძალადობის
მსხვერპლთ. ბედოიას აზრით, მსხვერპლთა წახალისება, გაუზიარონ სხვებს თავიანთი
ისტორიები, არის საშუალება, შეიცვალოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ
ქალთა ცხოვრება.