გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

ჯო ბაიდენი
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1990 წელს,
როგორც სენატორმა, წარმოადგინა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ (VAWA)
განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც
ითვალისწინებდა სასჯელის ზომის გაზრდას განმეორებითი დანაშაულის შემთხვევაში.
აღნიშნულმა ინიციატივამ შეცვალა ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის
შესახებ კანონის აღსრულებისა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების მეთოდები.
ამ ცვლილებამ მამრობითი სქესის მაღალკვალიფიციურ ადვოკატებს უბიძგა, ებრძოლათ
ქალთა უფლებებისთვის.
როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, ბაიდენმა პირველად დანიშნა თეთრი სახლის მრჩეველი ქალთა
მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკითხებში, ლინ როზენტალი. ქალთა მიმართ ძალადობის
წინააღმდეგ მისმა განსაკუთრებულმა ყურადღებამ გავლენა მოახდინა ძალადობის სტატისტიკის
გაუმჯობესებაზე სტუდენტების, თინეიჯერებისა და 14-24 წლის ქალების მიმართ, თუმცა ეს რიცხვი ჯერ
კიდევ საგრძნობლად შესამცირებელია.
2014 წლის სექტემბერში ბაიდენმა და პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაიწყეს კამპანია ,,ეს ჩვენზეა“ (It’s On
Us). ეს ინიციატივა მოუწოდებს კაცებსა და ქალებს, გაბედონ, პასუხისმგებლობა აიღონ და იმოქმედონ
სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებში სექსუალური შეურაცხყოფის წინააღმდეგ. ItsOnUs მოძრაობა
ფართოვდება და იღებს მხარდაჭერას ცნობილი ადამიანებისგან, აქტივისტებისგან, სტუდენტებისგან,
მსხვერპლთაგან და ა.შ. 2016 წლის დასაწყისში ბაიდენმა დავოსში (შვეიცარია) მსოფლიო
ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ, როგორც ლიდერები,
ისინი უნდა გაერთიანდნენ სექსუალური შევიწროებისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლაში. სხვა
მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, მან მათ შეახსენა, რომ ქალები კვლავ დისკრიმინაციის
პრობლემის წინაშე დგანან და რომ ქალები იმსახურებენ შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას. ,,აქ
განხილულ არც ერთ საკითხს არ აქვს აზრი, თუ ქალი თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ:
უსაფრთხოდ სამსახურში, უსაფრთხოდ სახლში, უსაფრთხოდ ქუჩაში. ეს ადამიანის მთავარი
უფლებაა - „უფლება, რომ იყოს უსაფრთხოდ“, - განაცხადა ბაიდენმა.
მსხვილ ბიზნესკომპანიებსა თუ კოლეჯის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ქალთა
მიმართ ძალადობის დასრულება ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა განიხილა, როგორც
„ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი“, მიზანი, რომელმაც ბევრი ქალის ცხოვრებაზე
იქონია დადებითი გავლენა.