გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

კრისტინ იავორსკი
ეს რიცხვები განსაცვიფრებელია: მსოფლიოს მასშტაბით, სასიყვარულო ურთიერთობაში
მყოფი ქალების თითქმის ერთმა მესამედმა გამოცადა ფიზიკური ან/და სექსუალური
ძალადობა პარტნიორისგან. შეერთებული შტატები არ არის გამონაკლისი - ცხელ ხაზებზე
ოჯახური ძალადობის შესახებ დღეში ოცი ათასზე მეტი ზარი ფიქსირდება.
„ეივონის ქალთა ფონდის“ პროგრამის დირექტორმა, კრისტინ იავორსკიმ, ითანამშრომლა
ოჯახური ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ცხელ ხაზთან და განახორციელა ინიციატივა -
„ხმა აიმაღლე ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“. კომპანია ,,ეივონმა“ ოცი ათასი აშშ
დოლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ოცდახუთი
თავშესაფარი. ამ ფორმით ,,ეივონი“ ცდილობს, შეუნარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა ამ
საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს.
კრისტინი კიდევ უფრო აფართოებს ,,ეივონის“ საქმიანობას „ქალთა მიმართ ძალადობის
დასრულების საერთაშორისო პარტნიორობის“ მეშვეობით. ეს არის საჯარო და კერძო
სექტორის წარმომადგენლების მიერ დაარსებული გლობალური თანამშრომლობა, რომელიც
აერთიანებს ,,ეივონს“, ორგანიზაციას ,,Vital Voices“ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.
პარტნიორობის მეშვეობით მათ უმასპინძლეს ფილიპინების, კოლუმბიის, ინდოეთის, სამხრეთ
აფრიკისა და არგენტინის მართლმსაჯულების ინსტიტუციების წარმომადგენლებს და შეკრიბეს
პირველადი რეაგირების ოფიცრები - პოლიციელები, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები,
პროკურორები და მოსამართლეები - ყველა ის ადამიანი, რომლებიც მუშაობენ ამ თემაზე და
იცავენ ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ.
„თითოეული დაწესებულების წარმომადგენელი ზრუნავს და რეაგირებს ქალთა მიმართ
ძალადობის შემთხვევებზე, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ადამიანები საერთო მიზნებით
განსხვავებულად უმკლავდებიან სიტუაციებს,“ - ამბობს კრისტინი. ,,ეივონის“ მიერ ამ
ინსტიტუციების დაფინანსების მთავარი მიზანი მონაწილეების ერთმანეთის რესურსებად
გარდაქმნაა, რათა ერთად განიხილონ, თუ როგორ შეიძლება მსხვერპლის საჭიროებების
უზრუნველყოფა ძალადობის სხვადასხვა ეტაპზე.
ძალადობის მსხვერპლთა ასეთი კომპლექსური მხარდაჭერით და ერთ მილიარდ
დოლარზე მეტი ფინანსური დახმარებით ,,ეივონი“ არის კერძო სექტორში ლიდერი
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.