გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

ალუას მაჰვა
ძალადობა ციკლებად მეორდება. როდესაც ადამიანები ხდებიან ძალადობის
მსხვერპლნი, ისინი ან მათი ძალადობის ფაქტის მოწმეები მაღალი რისკის ქვეშ არიან,
მოგვიანებით თავად განახორციელონ ძალადობა. მტკიცებულებები აშკარაა: ამ წრის
დაშლისთვის აუცილებელია მამაკაცებისა და ვაჟების ჩართულობა.
ეს არსად არაა ისეთი თვალსაჩინო, როგორიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში,
რომელმაც წარმოუდგენელი ძალადობა გამოიარა. ომისა და მთელი მოსახლეობის
იძულებითი გადაადგილების ფონზე, სექსუალური ძალადობის სისასტიკემ აღმოსავლეთ
კონგოს მიანიჭა სახელწოდება - „გაუპატიურების დედაქალაქი“.
მაჰვა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საერთაშორისო ორგანიზაციის „ვიცხოვროთ
მშვიდობით“ (Living Peace) დირექტორი, აქტიურად მუშაობს, რომ შეცვალოს ეს რეალობა. ის
დაიბადა და გაიზარდა ბუკავაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მოგვიანებით ალუასი
პარიზში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ ალუასი
დაბრუნდა აღმოსავლეთ კონგოში, რათა ეზრუნა საკუთარ ქვეყანაზე. ის მუშაობს მშვიდობის 900
ელჩთან ერთად, რითაც ეხმარება მთელ საზოგადოებას ტრავმისგან განკურნებაში.
„ეს ცვლილება დიდ გავლენას ახდენს, პირველ რიგში, ოჯახებზე, შემდეგ კი მთელ
საზოგადოებაზე. მცირდება მამაკაცების მხრიდან ძალადობა მეუღლეების მიმართ; ბავშვები
ჰარმონიულად ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც დიალოგი და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ოჯახური
პრობლემების მოსაგვარებლად. ზოგიერთებმა დაინახეს სოციალური კაპიტალის ზრდა და
აგრძელებენ მშვიდობიან ცხოვრებას თავიანთ თემებში ახალ-ახალი „ვიცხოვროთ მშვიდობით“
ჯგუფების შექმნის გზით,“ - ამბობს ალუასი.
ამ საზოგადოებებში მამაკაცები პრობლემებს აგვარებენ დიალოგისა და კომუნიკაციის საშუალებით
და არა ძალადობითა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებით. თუმცა ალუასი ხაზს უსვამს
ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების გაზრდის მნიშვნელობას, რაც მნიშვნელოვანია
პოზიტიური ცვლილების მდგრადობისთვის: სათანადო პროფესიონალების ნაკლებობამ გამოიწვია
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოუგვარებლობა. იმ შემთხვევებში, როდესაც
სექსუალური ძალადობა ტრავმის შედეგია, მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის
პროფესიონალების რიცხვის გაზრდა.“
უშუალოდ ქალებსა და გოგონებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან
პარტნიორობით ორგანიზაციამ „ვიცხოვროთ მშვიდობით“ დაამკვიდრა მამაკაცთა
ჩართულობის კულტურა. პრობლემებისთვის თავის არიდების ნაცვლად ალუასი იწვევს
მამაკაცებს, გაწყვიტონ ძალადობის წრე და მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას, რათა
საბოლოოდ დამყარდეს მშვიდობა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.