გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

ჩესი პროუტი
ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ყველაზე საზიანო ინტერპრეტაცია სექსუალური
ძალადობის იმ მსხვერპლთა შესახებ, რომლებიც თავიანთ ისტორიებზე ღიად საუბრობენ,
არის ის, რომ, თითქოს, ისინი ამას პირადი სარგებლობისთვის აკეთებენ. ჩესი პროუტს
არასდროს სურდა ყურადღების ცენტრში მოხვედრა. ფაქტია, რომ ის ანონიმური დარჩა
კარგად გაშუქებული სასამართლო პროცესის განმავლობაში, როდესაც ოუენ ლაბრი
სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს, როგორც წმინდა პავლეს სტუდენტურ
საცხოვრებელში „სენიორ სალუტის“ რიტუალის მონაწილე.
„თავიდან შევეცადე, ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებოდი, - ამბობს ჩესი,- მე შევეცადე, რომ
ვყოფილიყავი 15 წლის ჩვეულებრივი გოგონა, მაგრამ სექსუალური ძალადობის ფიზიკური და
ემოციური შედეგები ისეთი რამ არის, რასაც მე ვერასდროს წარმოვიდგენდი. ტროლებმა ჩემი
ოჯახის, მათ შორის ჩემი პატარა დის, ფოტოების გამოქვეყნება დაიწყეს და მიუთითეს ჩემი
მისამართი და ტელეფონის ნომერი ინტერნეტში. იმ სიტუაციაში, რომელშიც მე დავკარგე სრული
კონტროლი, მინდოდა, ის უკან დამებრუნებინა. მე მინდა, რომ სხვა ქალებმაც გააცნობიერონ, რომ
მათ შეუძლიათ კვლავ დაუბრუნდნენ ცხოვრებას. მინდა, მათ იცოდნენ, რომ არსებობს
საზოგადოება, რომელიც მზად არის, წინ აღუდგეს მათ შეურაცხყოფას და იბრძოლოს მათთვის,
რათა მათ საკუთარ ისტორიებზე საუბრისას არ მოერიდოთ და დაიბრუნონ კონტროლი საკუთარ
თავზე. ამიტომაც მასზე ძალადობიდან ორი წლის შემდეგ ჩესიმ გადაწყვიტა, აღარ დამალულიყო
და ებრძოლა. ჩესი და მისი ოჯახი წმინდა პავლეს საერთო საცხოვრებელს ესტუმრნენ მტკიცე
გადაწყვეტილებით, შეეცვალათ სექსუალური ძალადობის გამომწვევი ის საზიანო პრაქტიკა,
რომლის გამოც ის ძალადობის მსხვერპლი გახდა და აეძულებინათ სკოლა, პასუხისმგებლობა
აეღო, რაც სხვა სტუდენტებს თავიდან ააცილებდა იმავეს.
ჩესიმ ასევე დაიწყო კამპანია „მე მაქვს უფლება“ (#IHaveTheRightTo) PAVE-თან (ცნობიერების
ამაღლება, ძალადობის მსხვერპლთა გაძლიერება) ერთად. მას შემდეგ,
რაც #IHaveTheRightTo კამპანია დაანონსდა დღის შოუში, ასობით ახალგაზრდა ქალი
ღიად ალაპარაკდა სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე. ჩესი მხოლოდ 17 წლის იყო,
როდესაც ჩაერთო მოძრაობაში, რათა სხვა გოგონებს გაეცნობიერებინათ, რომ მათ
აქვთ უფლება საკუთარი სხეულის განკარგვისა, პატივისცემისა და განათლების
უსაფრთხოდ მიღებისა.