საგარეჯო

რუსთაველის ქ. N240

591 315136

საგარეჯოს ცენტრი ემსახურება კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს – თელავი, ახმეტა, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი და ყვარელი, რომლებშიც მოსახლეობის რიცხოვნობა 314 700 მოქალაქეს შეადგენს. 

ცენტრის მისამართია რუსთაველის ქ. #240; 

ცენტრი გთავაზობთ ორი ტიპის შეხვედრების სივრცეს:

§  დიდი საკონფერენციო ოთახი - 60 ადამიანისთვის

·        თეატრალური - 60

·        საკონფერენციო - 22

·        U-ფორმის - 20

·        ვორქშოპი - 28

§  მცირე საკონფერენციო ოთახი - 15 ადამიანისთვის

საგარეჯოს ცენტრი გაიხსნა 2012 წლის 5 დეკემბერს. ცენტრმა გასხნის დღიდან უმასპინძლა 1900-მდე ღონისძიებას, რომელთაგან 150 უშუალოდ ცენტრის თანამშრომლების მიერ იყო ორგანიზებული. საშუალოდ ღონისძიებების მონაწილეთა რაოდენობა წლის განმავლობაში 5500 აღწევს.

საგარეჯოს ცენტრი კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტს ემსახურება, მოსახლეობის რაოდენობა რეგიონში 400 000  უტოლდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო სექტორი სუსტადაა განვითარებული, არ არსებობს მედიასაშუალება,  არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ ოფისები, ადგილზე არ არის არცერთი  საერთაშორისო თუ შედარებით ძლიერი ქართული არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლობა. ყოველივე ამის გათვალისწინებით საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი  არის  ერთადერთი მედიატორი ადგილობრივ, რეგიონალურ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორს, მედიას, ბიზნესს, ასევე სხვა დაინტერესებულს ჯგუფებას და საზოგადოებას შორის.

2012 წლიდან დღემდე უშუალოდ საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ჩართულობით განხორციელდა უამრავი პროექტი, ჩატარდა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები, დისკუსები, ბრიფინგები, საინფორმაციო შეხვედრები, კონფერენციები, დებატები. ჩვენს მიერ, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საზოგადოებაში არსებული პრობლემების კვლევა და შემდგომ ადვოკატირება შესაბამის ორგანოებთან. შედეგად ჩვენმა საქმიანობამ ხელი შეუწყო ისეთი სოციალური პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა, ადგილზე არსებული თამბაქოს საწარმოს სტანდარტიზაციას გამონაბოლქვის რეგულირების კუთხით და სხვა. 

საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტის მაშტაბით მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებთან ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან,  რომლებიც კომპაქტურად არიან ჩასახლებული, ეკომიგრანტებთან, შშმ პირებთან, მარტოხელა და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, მთის ზონაში მცხოვრებ მოსახლებასთან, ახალგაზრდებთან. სხვადასხვა პროექტებისა და აქტივობების საშუალებით ვცდილობთ ვითანამშრომლოთ, ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას და ინკლუზიური გარემოს შექმნას მუნიციპალიტეტში.

2012 წლიდან ცენტრში არაერთხელ გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის და მაჟორიტარი დეპუტატის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენა, მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვა მოსახლეობასთან, რაც არსებულ რეალობაში პრეცედენტულ ხასიათს ატარებდა.

მნიშვნელოვანია  რომ, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ცენტრი 2017-2018 წელს აქტიურადაა ჩართული კახეთის რეგიონის მასშტაბით პროექტის განხორციელებაში, რომლის მიზანი საზოგადოებაში გენდერული, სქესობრიივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ცენტრის მიერ ყოველწლიურად იგეგმება და პერმანენტულ ხასიათს ატარებს მარტში ქალთა თვისადმი და ნოემბერ-დეკემბერში გენდერული ძალადობის 16 დღიანი კამპანიისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, დისკუსიები, საინფორმაციო შეხვედრები, ფილმის ჩვენებები და სხვა.

2012-2018 წლებში  საარჩევნო მედიაცენტრების პროექტის ფარგლებში  ჩვენი ცენტრი აქტიურად ერთვება  საარჩევნო პროცესებშიც. ჩვენ ფაქტობრივად ადგილზე წარმოვადგენთ  ერთადერთ ნეიტრალურ სივრცეს საარჩევნო სუბიექტებისა თუ სხვა დაინტერებული პირებისთვის შეხვედრების, ბრიფინგების გასამართად. ტარდება საინფორმაციო კამპანიები, საგარეჯოს ცენტრი ორგანიზებას უკეთებს დებატებს საარჩევნო სუბიექტებს შორის, რათა საზოგადოებას მიეცეს ინფორმირებული არჩევანის საშუალება.

2017-2019 წლებში საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი PH International-თან თანამშრომლობით, ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, ხელს უწყობს საგარეჯოში მცხოვრებ 25 ახალგაზრდას აქტიურად შეისწავლოს ინგლისური ენა და ჩაერთოს სხვადასხვა სახის სამოქალაქო ხასიათის აქტივობებში.

2012 წლიდან დღემდე საგარეჯოს ცენტრის დახმარებით სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა „რეგიონის განვითარების ცენტრი“ , „ადამიანი გაჭირვებაში“, CSRDG, სამოქალაქო განვითარების სააგენტო CIDA, HEKS-EPER, ბრიტანეთის საბჭო და სხვა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში  განხორციელდა ხანგრძლივ ვადიანი პროექტები და პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც მოხდა პოლიტიკის დოკუმენტების, სტრატეგიული გეგმების შექმნა, მცირე გრანტების გაცემა, სტარტაპების დაფინანსება, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და სხვა.

აღსანიშნავია რომ, საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით  ხელს უწყობს პრობაციის ეროვნული სააგენტოს, კახეთის პრობაცისს ბიუროდან განრიდების პროგრამაში ჩართული 21 წლამდე ასაკის პირების რესოციალიზაციას.

 

სიახლეები

ვორქშოპი "ნატო ვაჩნაძის ცხოვრება და მოღვაწეობა"

ვორქშოპი "ნატო ვაჩნაძის ცხოვრება და მოღვაწეობა"

17 მარტს ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ საგარეჯოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა მუზეუმის დღე უფროსკლასელებისთვის. 

17 მარტი 2018
დეტალურად

2017

  • 2018
  • 2019
  • 2020
  • 2021
  • 2022

იანვარი

  • იანვარი
  • თებერვალი
  • მარტი
  • აპრილი
  • მაისი
  • ივნისი
  • ივლისი
  • აგვისტო
  • სექტემბერი
  • ოქტომბერი
  • ნოემბერი
  • დეკემბერი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
ორშაბათისამშაბათიოთხშაბათიხუთშაბათიპარასკევიშაბათიკვირა
  • 09:00
  • 10:00
  • 11:00
  • 12:00
  • 13:00
  • 14:00
  • 15:00
  • 16:00
  • 17:00
  • 18:00
  • 19:00
  • 20:00

ორშაბათი

1

აგვისტო

  • 09:00
  • 10:00
  • 11:00
  • 12:00
  • 13:00
  • 14:00
  • 15:00
  • 16:00
  • 17:00
  • 18:00
  • 19:00
  • 20:00
09აგვისტო

ღია კარის დღე, შეხვედრა კახა ბენდუქიძის ბიძაშვილებთან

შეცდომაში გადაგვქონდა ქვეყანაც შეიტყეს შესასვლელის, მალავს ინტერიერის. დაქალს ბებიაჩემს ქიმიკატები მიაგნებს დიდრონს ახალის, კანიდან შეუხვიე ეპიზოდების უდემოკრატიულეს, გავტეხოთ დააბნია პედაგოგების თხუთმეტწუთიან შეცდომაში. რჩეულიშვილთან შეცდომაში ბებერი

-

დაჯავშნა