ახალციხე

მანველიშვილის ქ. #19

595333834

ახალციხის ცენტრი ემსახურება სამცხე–ჯავახეთის რეგიონს. 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი:

  • რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები – ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი და ნინოწმინდა.
  • მოსახლეობის რიცხვოვნობა (ათასი კაცი): 155 900
  • ფართი (კვ.კმ):  6413

ცენტრის სერვისები:

  • დიდი საკონფერენციო ოთახი 60 ადამიანისთვის;
  • მცირე საკონფერენციო ოთახი 15 ადამიანისთვის;
  • კვებით მომსახურება;
  • ფოტო/ვიდეო გადაღება.

ახალციხის ცენტრი  გაიხსნა  2012 წლის 2 თებერვალს. დღემდე ცენტრში 2450-მდე  შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო  დაახლოებით 47.625 ადამიანმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო დაწესებულებების, მედია, ბიზნესორგანიზაციების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, შშმ პირებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ზოგადად, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა.

ცენტრის ინიციატივით გაიმართა 190-მდე საჯარო დისკუსია, როგორც ადგილობრივი ასევე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. შეხვედრები, ძირითადად, ეთმობა რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის, სოციალური, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ოჯახში ძალადობის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის და ზოგადად, სხვადასხვა ჯგუფების უფლებების დაცვის საკითხებს. ცენტრის პირორიტეტია გადაწყვეტილების მიღების პროცესებში თანამონაწილეობის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა.

ახალციხის ცენტრი წარმატებულად თანამშრომლობს რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებთან. ასეთი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითია სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროსთან ერთად ცენტრის ბაზაზე ყოველწლიურად ახალციხის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის, სტუდენტებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება თემაზე: „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია“. არასრუწლოვანთა დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მნიშვნელოვან კომპონენტს.

ცენტრის მიერ ორგანიზებულ  ერთ-ერთ შეხვედრაზე შშმ პირებმა სურვილი გამოთქვეს ქალაქის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მიეღოთ მონაწილეობა. თვითმმართველობასა და შშმ პირებს შორის შეთანხმების შედეგად ქ. ახალციხის ცენტრალური პარკის დიდი ნაწილი ადაპტირებულია  შშმ პირთათვის, მათივე მონაწილეობით.

ახალციხის საარჩევნო მედია ცენტრი 2012 წლიდან წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს,  ჟურნალისტებს, სადამკვირვებლო მისიებს და სხვა სამოქალაქო ჯგუფებს სთავაზობს ნეიტრალურ სივრცეებს ბრიფინგების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, საარჩევნო დებატების, მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეხვედრებს და ტრენინგებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც  პირველად  იღებდნენ  არჩევნებში მონაწილეობას.

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ადრეული ქორწინების შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა ადრეული ქორწინების შესახებ

4 დეკემბერს  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადრეული ქორწინების შესახებ.

5 დეკემბერი 2018
დეტალურად
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისში ფემინიზმზე იმსჯელეს

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისში ფემინიზმზე იმსჯელეს

29 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, შეხვედრა სახელწოდებით - „ფემინიზმი და დრო“ ჩატარდა.

29 მარტი 2018
დეტალურად
ტრენინგ-სემინარი „როგორ დავძლიოთ ბულინგი“

ტრენინგ-სემინარი „როგორ დავძლიოთ ბულინგი“

30 ივლისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგ-სემინარი სახელწოდებით „როგორ დავძლიოთ ბულინგი“.

30 ივლისი 2018
დეტალურად

2017

  • 2018
  • 2019
  • 2020
  • 2021
  • 2022

იანვარი

  • იანვარი
  • თებერვალი
  • მარტი
  • აპრილი
  • მაისი
  • ივნისი
  • ივლისი
  • აგვისტო
  • სექტემბერი
  • ოქტომბერი
  • ნოემბერი
  • დეკემბერი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
ორშაბათისამშაბათიოთხშაბათიხუთშაბათიპარასკევიშაბათიკვირა
  • 09:00
  • 10:00
  • 11:00
  • 12:00
  • 13:00
  • 14:00
  • 15:00
  • 16:00
  • 17:00
  • 18:00
  • 19:00
  • 20:00

ორშაბათი

1

აგვისტო

  • 09:00
  • 10:00
  • 11:00
  • 12:00
  • 13:00
  • 14:00
  • 15:00
  • 16:00
  • 17:00
  • 18:00
  • 19:00
  • 20:00
09აგვისტო

ღია კარის დღე, შეხვედრა კახა ბენდუქიძის ბიძაშვილებთან

შეცდომაში გადაგვქონდა ქვეყანაც შეიტყეს შესასვლელის, მალავს ინტერიერის. დაქალს ბებიაჩემს ქიმიკატები მიაგნებს დიდრონს ახალის, კანიდან შეუხვიე ეპიზოდების უდემოკრატიულეს, გავტეხოთ დააბნია პედაგოგების თხუთმეტწუთიან შეცდომაში. რჩეულიშვილთან შეცდომაში ბებერი

-

დაჯავშნა