ბათუმი

26 მაისის ქუჩა N 31

596 109110

ბათუმის ცენტრი ემსახურება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

  • რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები – ბათუმი, ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხელვაჩაური და ხულო..
  • მოსახლეობის რიცხოვნობა: 346 300;
  • ფართი (კვ.კმ): 2,899

ცენტრის სერვისები:

  • დიდი საკონფერენციო ოთახი 40 ადამიანისთვის;
  • მცირე საკონფერენციო ოთახი 25
  • მრგვალი მაგიდის შეხვედრების ოთახი 15 ადამიანისთვის;
  • კვებით მომსახურება;
  • ფოტო/ვიდეო გადაღება.

 

ბათუმის ცენტრი 2012 წლის 3 აპრილს ამოქმედდა. პირველი დისკუსია გაიმართა ტურიზმისა და ეკოლოგიის ურთიერთგავლენაზე.  დღემდე ცენტრში გაიმართა 2800-ზე მეტი დისკუსია/შეხვედრა. წლის მანძილზე ცენტრი, საშუალოდ, 8 000-ზე მეტ მომხმარებელს მასპინძლობს. თავად ცენტრის ინიციატივით გაიმართა 190-მდე საჯარო შეხვედრა, როგორც ადგილობრივი, ასევე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.

ცენტრში გამართული შეხვედრები, ძირითადად, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს ეძღვნება, მათ შორის აღსანიშნავია მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტები და პრიორიტეტების დოკუმენტები,  მუნიციპალური სამსახურების სტრატეგიული დოკუმენტები, სივრცითი მოწყობის, ურბანული ეკოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები, ასევე მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის და ზოგადად, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებშია, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის საკითხები.

საარჩევნო პერიოდში ბათუმის საარჩევნო მედია ცენტრი უზრუნველყოფს უსაფრთხო და ნეიტრალურ ადგილს დებატებისთვის, ბრიფინგებისთვის, ტრენინგებისა და საინფორმაციო სახის შეხვედრებისთვის, რათა არჩევნების დღეს მოქალაქეებმა გააკეთონ მეტად ინფორმირებული არჩევანი.  წინასაარჩევნო პერიოდში ცენტრის ინიციატივით და ექსპერტების ჩართულობით, რეგულარულად ტარდება ტრენინგები და საინფორმაციო სახის შეხვედრები აჭარის რეგიონში მომუშავე მასმედიის წარმომადგენლებისთვის არჩევნების ეფექტურად გაშუქების მიზნით.

ბათუმის ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციაში მოქალაქეთა პრობლემების შესაბამის უწყებებთან ადვიკატირების კუთხით. ადვოკატირების ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვა 2013 წელს, როდესაც 350 გაფიცული მძღოლი  ხელფასების მომატებას ითხოვდა.  ბათუმის ცენტრის კოორდინაციით მოხდა შეხვედრის ორგანიზება გაფიცული მძღოლების, პროფკავშირების, საკრებულოს, ავტოტრანსპორტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. ცენტრის კოორდინატორებმა შეძლეს მხარეთა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა და პროცესის მოდერაცია.  შეხვედრის შედეგად იმავე დღეს მხარეთა  შეთანხმების გზით მოხდა  მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა.  ბათუმის ცენტრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბათუმის  ისტორიული  განაშენიანებისა  და  რეგულირების  დაცვის ზონების დოკუმენტის საჯარო განხილვების ორგანიზებაში.   ეს პროცესი განსაკუთრებით მნშვნელოვანია, რადგან ქალაქს არსებობის  130 წლის მანძილზე არ ჰქონია ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონები.   

ცენტრს დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდების  ჩართულობის ზრდაში დისკუსიებსა და საჯარო შეხვედრებში. ბათუმის ცენტრის ძალისხმევის შედეგიცაა ქალაქში  ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაარესება. ახალგაზრდებისთვის სტიმულის მომცემი თავისუფალი სივრცის არსებობა გახდა, როგორც საჯარო შეხვედრებისთვის ისე დახურული, სამუშაო ტიპის ვორკშოპების მოსაწყობად. ასეთი შესაძლებლობები მანამდე შეზღუდულად ჰქონდათ. ეს ორგანიზაციები დღესაც აქტიურად მუშაობენ შშმ პირების გაძლიერების, თვითმმართველობის, დემოკრატიული მმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე.

ცენტრის ძალისხმევითა ხორციელდება ადგილობრივ  დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაზრდა; ასევე ამ ურთიერთობის ინსტიტუციონალიზაცია, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ და გამჭვირვალე თვითმმართველობას; ბათუმის ცენტრი, ასევე, ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას,  კოორდინაციასა და პარტნიორობას.  ცენტრის აქტიური მუშაობის შედეგად მოხდა ადგილობრივი  ორგანიზაციების ძლიერი გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის ერთიანი სტანდარტების ჩამოყალიბებას.

ცენტრი უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას. თვითმმართველობის საჯაროობის, ეფექტურობისა და მის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას; მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას და ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენასა და პრიორიტეტიზაციის მეთოდოლოგიის შემუშავება-დანერგვის ხელშეწყობას.

 

 

სიახლეები

ბათუმის თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის საქმიანობის შესახები

ბათუმის თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის საქმიანობის შესახები

4 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ბათუმის თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის საქმიანობის შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდნენ თავშესაფრის ხელმძღვანელი ბექა მაჭუტაძე, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნანა ხალითბა, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს სახალხო დამცველის აჭარის რეგიონალური ოფისი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და მედია.

4 დეკემბერი 2018
დეტალურად
ადრეული ქორწინების შედეგები

ადრეული ქორწინების შედეგები

გოგონათა ადრეული ქორწინება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს, 5 დეკემებრს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ბათუმის ოფისში 16 დღიანი გენდერული კამპანიის ფარგლებში განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა ბიოლის ფონდის აჭარის რეგიონალური კოორდინატორი ნატა იმედაიშვილი, აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი და ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

5 დეკემბერი 2018
დეტალურად
გენდერული კვოტა, ანუ ქალთა დაცვა პოლიტიკური იზოლაციისგან დისკუსია ბათუმში

გენდერული კვოტა, ანუ ქალთა დაცვა პოლიტიკური იზოლაციისგან დისკუსია ბათუმში

6 მარტს, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: გენდერული კვოტა, ანუ ქალთა დაცვა პოლიტიკური იზოლაციისგან.

6 მარტი 2018
დეტალურად
ბათუმის 2019 წლის კულტურული პროგრამების პროექტის პრეზენტაცია - შეხვედრა ბათუმში

ბათუმის 2019 წლის კულტურული პროგრამების პროექტის პრეზენტაცია - შეხვედრა ბათუმში

22 ოქტომბერს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დასაფინანსებელი კულტურული პროგრამების შესახებ.

22 ოქტომბერი 2018
დეტალურად
ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე ვეტოსთან დაკავშირებით დისკუსია გამართა

ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე ვეტოსთან დაკავშირებით დისკუსია გამართა

24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ბათუმის„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნების შესახებ დისკუსია გამართა.

24 იანვარი 2018
დეტალურად
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა და გამოწვევები

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა და გამოწვევები

19 იანვარს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე . შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდა კომპანია Wondernet Express-ის ხელმძღვანელიგიორგი ზარიძე, პროექტის მენეჯერი ჯალელ ავეზოვი,  ექსპერტმა ჯუღული ახვლედიანი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

19 იანვარი 2019
დეტალურად
აჭარის დასაქმების სააგენტოს 2019 წლის პროგრამის პრეზენტაცია

აჭარის დასაქმების სააგენტოს 2019 წლის პროგრამის პრეზენტაცია

28 იანვარს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ბათუმის წარმომადგენლობის ოფისში  გაიმართა აჭარის დასაქმების სააგენტოს 2019 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია. პროგრამის შესახებ აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ ისაუბრა. 

28 იანვარი 2019
დეტალურად

2017

  • 2018
  • 2019
  • 2020
  • 2021
  • 2022

იანვარი

  • იანვარი
  • თებერვალი
  • მარტი
  • აპრილი
  • მაისი
  • ივნისი
  • ივლისი
  • აგვისტო
  • სექტემბერი
  • ოქტომბერი
  • ნოემბერი
  • დეკემბერი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
ორშაბათისამშაბათიოთხშაბათიხუთშაბათიპარასკევიშაბათიკვირა
  • 09:00
  • 10:00
  • 11:00
  • 12:00
  • 13:00
  • 14:00
  • 15:00
  • 16:00
  • 17:00
  • 18:00
  • 19:00
  • 20:00

ორშაბათი

1

აგვისტო

  • 09:00
  • 10:00
  • 11:00
  • 12:00
  • 13:00
  • 14:00
  • 15:00
  • 16:00
  • 17:00
  • 18:00
  • 19:00
  • 20:00
09აგვისტო

ღია კარის დღე, შეხვედრა კახა ბენდუქიძის ბიძაშვილებთან

შეცდომაში გადაგვქონდა ქვეყანაც შეიტყეს შესასვლელის, მალავს ინტერიერის. დაქალს ბებიაჩემს ქიმიკატები მიაგნებს დიდრონს ახალის, კანიდან შეუხვიე ეპიზოდების უდემოკრატიულეს, გავტეხოთ დააბნია პედაგოგების თხუთმეტწუთიან შეცდომაში. რჩეულიშვილთან შეცდომაში ბებერი

-

დაჯავშნა