ოზურგეთი
ჭავჭავაძის ქ. #14
598 538571
ცენტრი ემსახურება გურიის რეგიონს.
გურიის რეგიონი:
- რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები: ოზურგეთი, ჩოხატაური და ლანჩხუთი.
- მოსახლეობის რიცხოვნობა (ათასი ადამიანი): 110 500
- ფართობი (კვ.კმ): 2 958
ცენტრის სერვისები:
- დიდი საკონფერენციო ოთახი - 60 ადამიანისთვის
- მცირე საკონფერენციო ოთახი - 15 ადამიანისთვის
ოზურგეთის ცენტრი გაიხსნა 2011 წლის 4 ნოემბერს. გახსნის დღიდან ცენტრი ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბი გახდა, რომელიც ერთი მხრივ ინიციირებასა და ფასილიტაციას უწევს ადგილობრივ პრობლემურ საკითხებზე დისკუსიების დღის წესრიგში დაყენებას, ხოლო მეორე მხრივ სთავაზობს საზოგადოებას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომ სივრცეს დიალოგისთვის.
ცენტრმა გახსნის დღიდან დღემდე უმასპინძლა 2500-მდე შეხვედრას, რომლებშიც 35000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცენტრი წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი, დემოკრატიული სივრცის იმიჯს, რომლის სერვისებითაც აქტიურად სარგებლობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოები, კომერციული ორგანიზაციები, მედია და რიგითი მოქალაქეები.
ოზურგეთის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა 160-ზე მეტი საჯარო შეხვედრა, რომელთა მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაა. ცენტრის აქტივობებმა ხელი შეუწყო ოზურგეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში ქალაქის ურბანული დაგეგმვის საკითხების, მათ შორის საჯარო და სარეკრეაციო სივრცეების დაცვის აქტუალიზებას. 2014-2016 წლებში ცენტრის მიერ წარმოებული ადვოკატირების კამპანიის შედეგად მოქალაქეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივ ხელისუფლების მიერ ქალაქის პარკებსა და სკვერებში დაგეგმილ მშენებლობებს. 2017 წელს ოზურგეთის ცენტრი სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ქალაქ ოზურგეთისთვის მუნიციპალიტეტის სტატუსის შენარჩუნების კამპანიაში. ცენტრი მუშაობდა ასევე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, ეკოლოგიისა და წარსული მეხსიერების გააზრების საკითხებზე. ცენტრის საქმიანობამ ხელი შეუწყო ინტერესებზე დაფუძნებული თვითორგანიზებული ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომელთაგან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
ოზურგეთის საარჩევნო მედიაცენტრი 2012 წლიდან არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში საარჩევნო სუბიექტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, სადამკვირვებლო მისიებს და სხვა სამოქალაქო ჯგუფებს სთავაზობს ნეიტრალურ სივრცეებს საქართველოს ათ დიდ ქალაქში ბრიფინგების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, საარჩევნო დებატების, მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებისთვის. წინასაარჩევნო პერიოდში ქსელის ათივე ცენტრი უსასყიდლოდ მასპინძლებობს იმ ღონისძიებებს, რომელთა მიზანი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების, ამომრჩეველთა სიების ფორმირების, ხმის მიცემის პროცედურების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებაა. ცენტრი საგანგებო რეჟიმში მუშაობს ყოველი არჩევნების კენჭისყრის დღეს.