
კულტურის რესურსები და ადგილობრივი ისტორიების მნიშვნელობა
23 მარტს ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებით, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართა.
გორის ცენტრი ემსახურება შიდა ქართლის რეგიონს.
შიდა ქართლის რეგიონი:
ცენტრის სერვისები:
გორის ცენტრი ფუნქციონირებს 2011 წლის 1 დეკემბერიდან. დღემდე გორში ცენტრმა უმასპინძლა 3500-მდე შეხვედრას, რომლებშიც 98 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრების მონაწილეები არიან საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო, მედია, ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები და რიგითი მოქალაქეები.
ცენტრის ინიციატივით გაიმართა 160-ზე მეტი საჯარო დისკუსია, როგორც ადგილობრივი ასევე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. შეხვედრები ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული, სოციალური, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მოსახლეობისთვის აქტუალური სხვა საკითხები. ცენტრის მიერ შემოთავაზებულ პლატფორმას იყენებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების საანგარიშო შეხვედრებისთვის მოსახლეობასთან, რასაც დროთა განმავლობაში სისტემატიური ხასიათი მიეცა და დღემდე გრძელდება. გორის ცენტრი ერთადერთი ადგილია ქალაქში, სადაც ყოველწლიურად იმართება ბიუჯეტის განხილვა, ხოლო, წელიწადში რამდენიმეჯერ - ქალაქის მერის მუშაობის ანგარიშის წარდგენა მოსახლეობასთან.
გორის ცენტრი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემების ადვოკატირების კუთხით: ცენტრის ძალისხმევით დღემდე სრულად უფინანსდებათ უმაღლესი სასწავლებლების გადასახადი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს; ასევე, უსინათლოებს გაეზარდათ საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა და სწორედ ცენტრის ადვოკატირების გზით საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ბანკის ფილიალი დღეს სრულად ადაპტირებულია მათთვის. ასევე, ბუნებრივი აირის 800-მდე მომხმარებელმა, რომელიც არ ეთანხმებოდა ზამთრის თვეების ბუნებრივი აირის გახარჯვას, ცენტრის დამხარებით მიმართეს ენერგო-ომბუდსმენს, რომელიც დაეხმარა პრობლემის მოკვლევასა და გადაწყვეტაში.
2012 წლიდან გორის ცენტრში საარჩევნო პერიოდში ფუნქციონირებს საარჩევნო მედია ცენტრი, რომელიც მასპინძლობს იმ ღონისძიებებს, რომელთა მიზანი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების, ამომრჩეველთა სიების ფორმირების, ხმის მიცემის პროცედურების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებაა. განსაკუთრებული აქტივობა იყო ცენტრში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, რადგანაც გორში თავდაცვის ორი ყოფილი მინისტრი იყრიდა კენჭს. 2017 წლის ადგილობირვი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ფორის ოფისი ერთადერთი ნეიტრალური, ხელმისაწვდომი სივრცე იყო პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტებისათვის.
ცენტრის მიერ მხარდაჭერილმა საჯარო დისკუსიებმა გენდერული პოლიტიკის საკითხების მიმართულებით ხელი შეუწყო პრობლემების იდენტიფიცირებასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას თვითმმართველობის საკითხებში. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან პირველად სწორედ გორში დაინიშნა გენდერული მრჩეველი.
23 მარტს ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებით, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წარმომადგენლები სტუდენტებს და ადვოკატებს შეხვდნენ.
❓რა აწუხებს ხალხს გორში?🎯 „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.👉ვაქვეყნებთ გორში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს⭕️სიღარიბე და უმუშევრობა
2017
იანვარი