რუსთავი

რუსთაველის ქ. N30ა

599 538803

რუსთავის ცენტრი ემსახურება ქვემო ქართლის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტს – რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და წალკა, რომლებშიც მოსახლეობის რიცხოვნობა 432 300 მოქალაქეს შეადგენს.

ცენტრის მისამართია რუსთაველის ქ. #30ა

ცენტრი გთავაზობთ ორი ტიპის შეხვედრების სივრცეს:

§  დიდი საკონფერენციო ოთახი - 75 ადამიანისთვის

·        თეატრალური -

·        საკონფერენციო -

·        U-ფორმის -

·        ვორქშოპი -

§  მცირე საკონფერენციო ოთახი - 15 ადამიანისთვის

რუსთავის ცენტრი გაიხსნა 2012 წლის 1 მარტს. ცენტრში გახსნის დღიდან დღემდე გაიმართა 3800-მდე  შეხვედრა 150 000 პირის მონაწილეობით. შეხვედრებში მონაწილეობენ არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამთავრობო  ხელისუფლების, ბიზნეს ორგანიზაციების  წარმომადგენლები, მედია, პოლიტიკური სუბიექტები,   სამოქალაქო აქტივისტები, მოსწავლე-ახალგაზრდობა.  

ცენტრის ინიციატივით გაიმართა 180 საჯარო შეხვედრა, როგორც ადგილობრივი ასევე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.  აღნიშნული შეხვედრები ეხებოდა ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებს,  როგორც ქალაქ რუსთავში, ასევე  ქვემო ქართლის  რეგიონის მასშტაბით არსებული მნიშვნელოვანი საკითხების (სოციალური, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და სხვ.) განხილვა-მოგვარებას.  მაგალითად, ქალაქ რუსთავში გადაიჭრა ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემა, როგორიცაა  საგზაო გადასასვლელების მოწყობა, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია, ტერიტორიების დასუფთავება.

სისტემატურ  ხასიათს ატარებს   ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა   და ხელმძღვანელი პირების საანგარიშგებო შეხვედრები  ქალაქის მოსახლეობასთან, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ჩართულობას.

ცენტრის ბაზაზე შექმნილია ქალთა კლუბი, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე მუშაობს ქალთა პრობლემებსა და მათ საჭიროებებზე. ამ კლუბთან ერთობლივად ცენტრის მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივა სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი   ოჯახებისთვის, რომელიც წარდგენილი იქნა ქვეყნის პარლამენტში.  ცენტრის მიერ მხარდაჭერილი საჯარო დისკუსიები გენდერული პოლიტიკის საკითხების მიმართულებით,    ქალთა თვის და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის  სხვადასხვა ღონისძიებებით ყოველწლიური აღნიშვნა რეგიონში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს  მოსახლეობის გენდერული ცნობიერების ამაღლების კუთხით.

2012–2017 წლების ჩატარებული არჩევნების დროს   ცენტრში ფუნქციონირებდა საარჩევნო მედიაცენტრი, რომელიც  უზრუნველყოფდა უსაფრთხო და ნეიტრალურ ადგილს არჩევნებში ჩართული ყველა აქტორისთვის. საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიების მიერ აქ იმართებოდა  ბრიფინგები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საინფორმაციო შეხვედრები ანალიტიკოსებთან და ექსპერტებთან, დებატები  არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის.  ეს ყველაფერი   ეხმარებოდა მოქალაქეებს სწორი არჩევანის გაკეთებაში.

ცენტრის მუშაობის განმავლობაში აქ მოხდა მრავალი სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფის კონსოლიდაცია და დაფუძნდა არაერთი ორგანიზაცია. მაგ. ახალგაზრდების ჯგუფმა   შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად   მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს ლიტერატურულ ფესტივალს „გალაკტიონობას“. ცენტრი აგრძელებს ამ ფესტივალის  და ზოგადად კულტურულ-საგანმანათლებლო სხვა ღონისძიებების ხელშეწყობას. მაგ. ცენტრი მხარს უჭერს ყოველწლიური ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალის „სხვა საქართველო სად არის“ ჩატარებას.

ცენტრი წარმოადგენს რუსთაველი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილს. მათთან ერთად ის მუშაობს ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე.

 ცენტრის ჩართულობით ქალაქში მოხდა მიუსაფარი  ძაღლების პოპულაციის რეგულირება და მოეწყო მათთვის  თავშესაფარი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ცენტრი ყოველთვის ეხმარება და ხელს უწყობს დაინტერესებულ პირებს შეუერთდნენ საერთაშორისო კამპანიებსა თუ მნიშვნელოვანი თარიღების  აღნიშვნას, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება. 

 

 

 

სიახლეები

წიგნის  ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის’’ საჯარო კითხვა

წიგნის  ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის’’ საჯარო კითხვა

4 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" რუსთავის ოფისში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გენდერული ნიშნით ძალადობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ გაიმართა წიგნის ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის" საჯარო კითხვა და შემდგომი დისკუსია.

5 დეკემბერი 2018
დეტალურად
შეხვედრა თემაზე - "ქალები პოლიტიკაში - კვოტით თუ მის გარეშე“

შეხვედრა თემაზე - "ქალები პოლიტიკაში - კვოტით თუ მის გარეშე“

 24 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში გაიმართა შეხვედრა თემაზე - „ქალები პოლიტიკაში - კვოტით თუ მის გარეშე“ შეხვედრას უძღვებოდნენ მარიამ ლაცაბიძე და თამთა მასტრენკო. 

24 მარტი 2018
დეტალურად
შეხვედრა რუსთავის ოფისში

შეხვედრა რუსთავის ოფისში

2018 წლის  20 დეკემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში, ჩატარდა შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ლექტორთან, პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერთან ზურაბ ჯაფარიძესთან, რომელმაც  ისაუბრა თემაზე:  ,,ახალგაზრდობის როლი პოლიტიკურ პროცესებში’’.

21 დეკემბერი 2018
დეტალურად
"რა არის ფემინიზმი?" - შეხვედრა რუსთავის ოფისში

"რა არის ფემინიზმი?" - შეხვედრა რუსთავის ოფისში

2019 წლის  25  იანვარს  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში ჩატარდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელ დირექტრორთან,  ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ და ქალთა უფლებების აქტიურ დამცველთან ბაია პატარაიასთან, თემაზე: „რა არის ფემინიზმი?“ საუბარი, ძირითადად, თანამედროვე ქართულ ფემინისტურ მიმდინარეობასა და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს დაეთმო.                   

28 იანვარი 2019
დეტალურად
რა არის კიბერდანაშაული?

რა არის კიბერდანაშაული?

24 აპრილს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე: „რა არის კიბერდანაშაული?“თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. 

24 აპრილი 2019
დეტალურად

2017

  • 2018
  • 2019
  • 2020
  • 2021
  • 2022

იანვარი

  • იანვარი
  • თებერვალი
  • მარტი
  • აპრილი
  • მაისი
  • ივნისი
  • ივლისი
  • აგვისტო
  • სექტემბერი
  • ოქტომბერი
  • ნოემბერი
  • დეკემბერი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
  • 2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
    2 more
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
ორშაბათისამშაბათიოთხშაბათიხუთშაბათიპარასკევიშაბათიკვირა
  • 09:00
  • 10:00
  • 11:00
  • 12:00
  • 13:00
  • 14:00
  • 15:00
  • 16:00
  • 17:00
  • 18:00
  • 19:00
  • 20:00

ორშაბათი

1

აგვისტო

  • 09:00
  • 10:00
  • 11:00
  • 12:00
  • 13:00
  • 14:00
  • 15:00
  • 16:00
  • 17:00
  • 18:00
  • 19:00
  • 20:00
09აგვისტო

ღია კარის დღე, შეხვედრა კახა ბენდუქიძის ბიძაშვილებთან

შეცდომაში გადაგვქონდა ქვეყანაც შეიტყეს შესასვლელის, მალავს ინტერიერის. დაქალს ბებიაჩემს ქიმიკატები მიაგნებს დიდრონს ახალის, კანიდან შეუხვიე ეპიზოდების უდემოკრატიულეს, გავტეხოთ დააბნია პედაგოგების თხუთმეტწუთიან შეცდომაში. რჩეულიშვილთან შეცდომაში ბებერი

-

დაჯავშნა