ზუგდიდი
რუსთაველის ქ. #52
599 473705
ზუგდიდის ცენტრი ემსახურება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონს.
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი:
- რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები – ფოთი, აბაშა, ზუგდიდი, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ხობი.
- მოსახლეობის რიცხოვნობა (ათასი კაცი): 320 800
- ფართი (კვ.კმ): 7441
ცენტრის სერვისები:
- დიდი საკონფერენციო ოთახი 70 ადამიანისთვის;
- მცირე საკონფერენციო ოთახი 15 ადამიანისთვის;
- კვებით მომსახურება;
- ფოტო/ვიდეო გადაღება.
ზუგდიდის ცენტრი 2012 წელის თებერვლიდან ფუნქციონირებს. დაარსებიდან დღემდე ზუგდიდის ცენტრში 48 000 ადამიანის მონაწილეობით 2500-მდე შეხვედრა გაიმართა.
ზუგდიდის ცენტრის ინიციატივით ორგანიზებულია 180-ზე მეტი ადგილობრივი თუ ეროვნული მნიშვნელობის დისკუსია/შეხვედრა. ქსელის პლატფორმა გამოიყენება სოციალური, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, დევნილთა, ახალგაზრდული და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. ტრადიციულად, ზუგდიდის ოფისი მასპინძლობს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების საანგარიშო შეხვედრებს მოსახლეობასთან.
საარჩევნო პერიოდში ზუგდიდის ოფისი, ქსელის სხვა ოფისებთან ერთად, მედიაცენტრის ფუნქციას ასრულებს და ყველა დაინტერესებული მხარისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო და ნეიტრალურ ადგილს დებატებისთვის და ბრიფინგებისთვის. ქსელის ოფისები წარმოადგენს საინფორმაციო ჰაბს პოლიტიკური გაერთიანებებისთვის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ა.შ., რათა ამომრჩევლებმა მეტად ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.
ზუგდიდის წარმომადგენლობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მუნიციპალური მნიშვნელობის მქონე საკითხების ადვოკატირების მიმართულებით. ცენტრთან არსებული სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის ბაზაზე ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა. ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა აქტივისტებით არის დაკომპლექტებული, ქალთა და გოგონათა გაძლიერების მიმართულებით მუშაობს. 2018 წელს ერთობლივი ძალისხმევით ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა დამსახურებული ქალის, ბერტა ზუტნერის სახელი.
2014 წელს ცენტრის ბაზაზე შეიქმნა რეგიონის ტურისტული განვითარების ჯგუფი, რომლის მიერ წახალისებული სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში ზუგდიდში გაიხსნა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და დამონტაჟდა საინფორმაციო ბანერები. აღნიშნული ჯგუფი დღემდე განიხილავს ტურისტული პროდუქტების შექმნის შესაძლებლობებს ადგილობრივ ისტორიკოს-მკვლევარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ბოტანიკური ბაღის თითმმართველობისთვის გადაცემისა და მისი რეაბილიტაციის საკითხის გააქტიურებაც ზუგდიდის ოფისში გაჟღერებული ინიციატივიდან იღებს სათავეს.
ზუგდიდის წარმომადგენლობა ხელს უწყობს მოქალაქეთა ინიციატივების, მათ შორის ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერას. ამ მიზნით ცენტრმა მოქალაქეთა არაერთ ინიციატივას დაუჭირა მხარი სხვადასხვა საჯარო და კერძო უწყებებთან კომუნიკაციით და სამოქალაქო აქტივისტებისა და მედიის მობილიზების გზით.
ადგილობრივი კონტექტის ცოდნა, კარგი ურთიერთობები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან, მეწარმეებთან და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ცენტრს საშუალებას აძლევს იყოს საიმედო პარტნიორი და ნებისმიერ დაინტერესებულ კერძო პირსა თუ ორგანიზაციას დაეხმაროს სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით საინტერესო ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებაში.