გოგა ხატიაშვილის წიგნის პრეზენტაცია

16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გაიმართა გოგა ხატიაშვილის წიგნის „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ პრეზენტაცია.

16 მაი 2019
დეტალურად

ქალთა ისტორიის თვე

მსოფლიოს მასშტაბით ქალთა ისტორიის თვე ყოველწლიურად მარტში აღინიშნება. მისი მიზანი ქალთა ისტორიული მიღწევებისა და წარმატებების წარმოჩენა და ამ გზით მსოფლიოს განვითარებაში ქალების როლის ხაზგასმაა. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში 2019 წელს საქართველოს 10 ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს.

6 მარ 2019
დეტალურად

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია

"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი" აქტიურად შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას და 26 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს 10 ქალაქში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაიმართა 28 ღონისძიება, მათ შორის: - რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ; - სემინარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის სამუშაო ადგილზე სექსუალური ძალადობის პრევენციის მიზნით ეფექტური შიდა რეგულაციების შემუშავების შესახებ. - წიგნის საჯარო კითხვა.

15 დეკ 2018
დეტალურად

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოს 10 ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს.

26 ნოე 2018
დეტალურად