11 July

SHUTTLE პიროვნული განვითარების პროგრამა ქალებისთვის

ა(ა)იპ "საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი - თანადგომა"

11 July - მარნეული

დასწრება: მოსაწვევით

დიდი საკონფერენციო ოთახი

11 July

ეროვნული ევროპულია

ცაბუნია ვარტაგავა

შეხვედრაზე განხილული იქნება მე-19 საუკუნის ქართველი ინტელექტუალების მოსაზრებები მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და შემწყნარებლური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. განვიხილავთ ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, სერგეი მესხის, ნიკო ნიკოლაძის, ანტონ ფურცელაძის, გრიგოლ ვოლსკის და სხვა ქართველი ინტელექტუალების 1860-1918 წლებში გამოქვეყნებულ წერილებს, რომლებშიც ისინი ამკვიდრებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ გარიყვა ეთნიკურ და რელიგიურ საფუძველზე ეწინააღმდეგებოდა ქართული კულტურის ღირებულებებს. ამ პუბლიცისტურ წერილებში ქართველი ერი წარმოჩენილია, როგორც ბუნებით შემწყნარებელი კოლექტივი, რომელიც იღებს განსხვავებულ რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებს, ხოლო მეორე მხრივ, განხილულია ევროპელი ერების შემწყნარებლობის, თვითორგანიზების, სამოქალაქო აქტივიზმის, სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვის, პოლიტიკური ავტონომიის მოპოვების, ეროვნული ენის დაცვისა და კოლექტიური მეხსიერების ფორმირების მაგალითები. ევროპა გახდა ის სივრცე, საიდანაც ქართველი ინტელექტუალებმა გადმოიღეს საზოგადოების თვითორგანიზების მაგალითები, შექმნეს სამოქალაქო საზოგადოების ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ყველა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის ინტეგრირება და, ამავდროულად, ეს მოდელი მომართეს რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ამდენად, ევროპის იდეამ, ერთი მხრივ, წვლილი შეიტანა მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ერის პროექტის ფორმირებაში, მეორე მხრივ, რუსეთის იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული დისკურსი განსაზღვრა.

11 July - ზუგდიდი

დასწრება: თავისუფალი

დიდი საკონფერენციო ოთახი