გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე - 16 დღიანი კამპანიის დასაწყისი ქედაში

25 ნოე 2021

გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მნიშვნელობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე - 16 დღიანი კამპანიის დასაწყისი ქედაში

25 ნოემბერს 16 დღიანი კამპანია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. ღონისძიება მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, სათემო ლიდერებისთვის და აქტივისტებისთვის ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების შესახებ არსებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის გაცნობას. დისკუსიის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე გენდერული თანასწორობის განმტკიცებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებში.
ადგილობრივ თვითმმართველობას გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის კუთხით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.


,,ეს შეხვედრა ძალიან დროული ინიციატივაა, რათა უკეთ გავიგოთ, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო ვალდებულებები პრაქტიკაში“, - განაცხადა თეა შარაშიძემ ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წარმომადგენელმა.


ღონისძიების დროს ასევე იმსჯელეს, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ქალების მიერ წამოჭრილი საკითხები პოლიტიკის დოკუმენტსა და მიზნობრივ პროგრამებში ადგილობრივ დონეზე და რამდენად ეფექტურად პასუხობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აღნიშნულს. შეხვედრა გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, მინიმალურია.


დისკუსიამ საფუძველი ჩაუყარა სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეას, რომელიც შეიმუშავებს ინიციატივებს. კერძოდ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მხარი დაუჭიროს ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ძალადობის ქვეშ მყოფ ქალებს და უზრუნველჰყოს მათი საცხოვრისის ქირით გადახდა საჭირობის შემთხვევაში.


აღნიშნულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ პრობლემურ ტენდენციად რჩება მხარდამჭერი წრის არარსებობა და თავად მსხვერპლის გადაწყვეტილება, ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებასთან. შესაბამისად მნიშვნელოვანია ამაღლდეს მგრძნობელობა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, რათა მუნიციპალიტეტში მისულმა მსხვერპლმა სტერეოტიპებისა და განსჯის გარეშე მიიღოს ის სერვისები, რომლებიც მისი კეთიდღლეობისთვის შეიქმნა.

ღონისძიება გაიმართა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ორგანიზებით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.