Anjela's and Ia's Story Organization News
27 Mar 2023

Anjela's and Ia's Story

ანჟელა ქობალია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მე-4 ბაგა ბაღის აღმზრდელია, ია შანიძე კი ამავე ქალაქის მე-10 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო საქმიანობას უძღვება. გასულ წელს, ანჟელამ და იამ გენდერული თანასწორობის თემაზე  ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს.

ბაგა-ბაღის პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცათ, მცირე სათემო ინიციატივები შეემუშავებინათ და დაფინანსება მიეღოთ, საბავშვო ბაღის სივრცეში მიღებული ცოდნის გავრცელებისა და თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

Manana Chelidze's Story Organization News
27 Mar 2023

Manana Chelidze's Story

მანანა ჭელიძე, ქუთაისის  #1 საბავშვო ბაღის აღმზრდელი

 

„სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგოებისთვის ძალიან მნინელოვანია პროფესიული გადამზადება, რათა მათ განაახლონ თანამედროვე პედაგოგოიური მიდგომებები.

ტრენინგი „გენდერული თანასწორობა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში“ , რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული, სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ბაგა-ბაღების ცხოვრებაში ჩართულ ყველა ადამიანს, შეძლებოდათ გაცნობოდნენ თანასწორობის პრინციპებსა და მის სიკეთეებს.

ტრენინგის შემდეგ, აღმზრდელებმა შევიმუშავეთ მცირე ინიციატივები, რომლებიც ბავშვებში გენდერული თანასწორობის თემების გააქტიურებაში დაგვეხმარებოდა.

ბავშვების ცნობიერების ჩამოყალიბებაზე მხოლოდ რჩევა-დარიგება და აღმზრდელობითი სამუშაოები შედეგი ვერ მოიტანს. აუცილებელია, სხვადასხვა სახალისო და ორიგინალური თამაშებით, დავასწავლოთ სწორი ქცევები და ჩამოვუყალიბოთ სწორი ღირებულებები.

Ketevan Gobronidze's Photo Story Organization News
27 Mar 2023

Ketevan Gobronidze's Photo Story

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ტრენინგმა მე, როგორც აღმზრდელი, შემცვალა. გასულ წლებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს სხვა მეთოდოლოგიითა და მიდგომებით ვხელმძღვანელობდი. დღეს კი,  ეს მიდგომები შევცვალე. მაგალითად,  თუ ადრე ძიძას საუზმის გაწყობა-ალაგებაში მხოლოდ გოგოები ეხმარებოდნენ, დღეს უკვე ამ საქმეს  ბიჭებიც ითავსებენ.

Tata Jikia's Photo Story Organization News
27 Mar 2023

Tata Jikia's Photo Story

ტატა ჯიქია, ქუთაისის #3 საბავშვო ბაღის მეთოდისტი

„გასულ წელს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელშეწყობით, ჩაგვიტარდა ტრენინგი გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად. ტრენინგების დასრულების შემდეგ, მოვამზადეთ  მცირე სათემო-საინიციატივო პროექტები საკითხის სოციალიზაციისთვის.

სკოლამდელი ასაკი არის პერიოდი, როცა ყალიბდება ბავშვის ცნობიერება, გადავწყვიტეთ თემის გაძლიერება ოჯახური კეთილდღეობის კუთხით.

ვინაიდან ოჯახური გარემო არის ისეთი სივრცე, სადაც თვალსაჩინოა გენდერული უთანასწორობა, გვინდოდა, რომ თანასწორობის საკითხი ამ კუთხით გაგვეძლიერებინა.   ოჯახურ  გარემოში  სტერეოტიპების დამსხვრევა ჯანსაღ, დაბალანსებულ და კეთილგანწყობილ გარემოს ქმნის, ამიტომაც ამ პროცესის დაწყება ბაგა-ბაღში ძალიან მნიშვნელოვანია.

Natia Doborjginidze's Photo Story Organization News
27 Mar 2023

Natia Doborjginidze's Photo Story

ნათია დობორჯგინიძე

ჩიბათის საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი

„გენდერულ თანასწორობაზე არაერთი ტრენინგი მაქვს გავლილი, თუმცა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო შეხვედრა საუკეთესო იყო, რადგან ჩემი ცნობიერება კიდევ უფრო გააფართოვა ქალების ეკონომიკური თუ სოციალური  გაძლიერების და  საშინაო შრომის თანაბრად განაწილების კუთხით. ამავდროულად, ტრენინგებმა შესაძლებლობა მომცა, მიღებული ცოდნა მოზარდებისთვისაც მიმეწოდებინა , რათა ისინი თავად გამხდარიყვნენ ცვლილებების შემოქმედები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს მოგვეცა შესაძლებლობა, 1000 ლარის ფარგლებში დაგვეწერა ისეთი პროექტი, რაც ხელს შეუწყობდა მიღებული ცოდნის კიდევ უფრო გამყარებას და მოზარდების  ცნობიერების ამაღლებას.

Former Colleagues' Open Letter to Deputy Chair of Parliament of Georgia Mr. Archil Talakvadze Organization News
2 Mar 2023

Former Colleagues' Open Letter to Deputy Chair of Parliament of Georgia Mr. Archil Talakvadze

To the Deputy Chair of the Parliament of Georgia,

Mr. Archil Talakvadze

"We have a young democracy, but over the years, with the support of our society and international partners, we have been able to strengthen critical institutions such as free media, an active civil society, more effective self-government, and an accountable government. Currently, we have several media outlets in the country that often and actively amplify the voices of the opposition. We also have a civil society that freely expresses its position on any issue”. Two years ago, in your role as a parliamentary chair, you delivered a speech to the parliament using these words. Would you repeat them now, two years later?

 

რა სერვისებზე აქვთ წვდომა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს? საინფორმაციო შეხვედრა სოფელი როხის მოსახლეობასთან Organization News
6 Dec 2021

რა სერვისებზე აქვთ წვდომა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს? საინფორმაციო შეხვედრა სოფელი როხის მოსახლეობასთან

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ბაღდათის  მუნიციპალიტეტის სოფელ როხში ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა გენდერული ნიშნით ძალადობისა  და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ.

რა სერვისებზე აქვთ წვდომა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს? საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან. Organization News
6 Dec 2021

რა სერვისებზე აქვთ წვდომა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს? საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ.

სალონური საუბრები ფემინისტური ბიბლიოთეკიდან Organization News
5 Dec 2021

სალონური საუბრები ფემინისტური ბიბლიოთეკიდან

4 დეკემბერს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ახლადდაარსებული ფემინისტური სამკითხველოს ვირტუალურ სივრცეში პირველი შეხვედრა გაიმართა. შევედრაზე მწერალი თამთა მელაშვილი აუდიტორიას ესაუბრა იმ წიგნებზე, რომელებიც თავად შეარჩია ფემინისტური ბიბლიოთეკისთვის შეარჩია.  

შეხვედრის დროს წარმოდგენილი იყო ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის ქალი ავტორების წიგნები. „რაც ბავში გამიჩნდა, ნაკლებად მაქვს წიგნის კითხვის შესაძლებლობა. შემიძლია ვთქვა, რომ ქალებისთვის, რომლებიც საოჯახო საქმით არიან დაკავებული, წიგნის კითხვა არის ფუფუნება. მანამდე ამაზე არ მიფიქრია და კიდევ უფრო დავაფასე წიგნთან ზიარების შესაძლებლობა,“ - ამბობს  თამთა მელაშვილი და პარალელურად ჩვილ თინათინს აპურებს, რომლის ღუღუნ-კრუსუნი სასიამოვნოდ ისმინება „ზუმის“ შეხვედრის მონაწილეებში.

„სპექტაკლის შემდეგ ბიბლუსში შევიარე წიგნის საყიდლად და მითხრეს, რა აგიტყდათ ეს წიგნი, რამდენმა იკითხაო“ - რა ზეგავლენა იქონია „შაშვი შაშვი მაყვალის“ სპექტაკლის პრემიერამ ზუგდიდში და ავტორთან Organization News
27 Nov 2021

„სპექტაკლის შემდეგ ბიბლუსში შევიარე წიგნის საყიდლად და მითხრეს, რა აგიტყდათ ეს წიგნი, რამდენმა იკითხაო“ - რა ზეგავლენა იქონია „შაშვი შაშვი მაყვალის“ სპექტაკლის პრემიერამ ზუგდიდში და ავტორთან

„სპექტაკლის შემდეგ ბიბლუსში შევიარე წიგნის საყიდლად და მითხრეს, რა აგიტყდათ ეს წიგნი, რამდენმა იკითხაო“ - რა ზეგავლენა იქონია „შაშვი შაშვი მაყვალის“ სპექტაკლის პრემიერამ ზუგდიდში და ავტორთან შეხვედრამ

27 ნოემბერს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წიგნის „შაშვი, შაშვი მაყვალი“ ავტორმა თამთა მელაშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა შეროზიამ გამართეს შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში სპექტაკლის დამსწრე საზოგადოებასთან ერთად.

„ჩემი წიგნის პერსონაჟი ერთი ქალის კოპირება არ არის. ეს იმ ქალების ხმების ერთობლიობაა, რომლებიც ბავშვობიდან ჩემ გარშემო ყოფილან, ეს დედაჩემის დაქალი იქნებოდა, მეზობელი თუ ნათესავი, რომლებიც ძალიან ძვირფასი და საყვარელი ქალები იყვნენ,“-ამბობს თამთა მელაშვილი.

მისი თქმით, წიგნს მკითხველები სხვადასხვანაირად აღიქვამენ: ვიღაცას ჰგონია, რომ ეთერო გამბედავი და თავისუფალი ქალია, როგორც უნდა ისე ცხოვრობს, ზოგი კი პირიქით კითხულობს და ამბობს, რომ ეს არის ჩარჩოებში მოქცეული ქალი, არ აინტერესებს თვითგანვითარება, რომ ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება; შეშინებული და გარემო პირობებს დაქვემდებარებული ქალია, უყურებს იმას, თუ რას იტყვის მეზობელი. ავტორისთვის მთავარია მკითხველმა წიგნში იპოვოს ის, რაც მას ესაჭიროება, გამბედავი თუ პირიქით, შეშინებული პერსონაჟი.