❓როგორ დავიცვათ თავი დისკრიმინაციისაგან
?„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ USAID/PROLOG მხარდაჭერით მომზადდა ელექტრონული ბარათი დისკრიმინაციისგან თავის დაცვის შესახებ. დოკუმენტში თავმოყრილია ინფორმაცია დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების და მისგან დაცვის სხვადასხვა მეთოდების შესახებ.
❓ვის მივმართოთ დისკრიმინაციისაგან დასაცავად?
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია ეკისრებათ საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებს (საქალაქო/რაიონული, სააპელაციო და უზენაესი სასამართლო) და სახალხო დამცველს.)
?დახმარებისთვის დარეკეთ: 112
ან საკონსულტაციო ცხელ ხაზზე: 116 006
?დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ სახალხო დამცველის ვებ-გვერდს: http://www.ombudsman.ge/
სახალხო დამცველის ცხელი ხაზი: 1481 (24/7)