გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

ეშლი ჯუდი
თუ თქვენ ხართ მსოფლიოში ცნობილი მსახიობი, ბროდვეის ვარსკვლავი, ჰარვარდის
კურსდამთავრებული და გლობალური ჰუმანისტი, ალბათ აღარაფერი დარჩა
გასაკეთებელი, არა? ეს ასე არ არის, თუ თქვენ ეშლი ჯუდი ხართ.
ეშლი ჯუდის ღირსებებისა და ცნობადობის მიღმა იმალება მისი გატაცება საზოგადოებრივი
საქმიანობით. 2002 წლიდან ეშლი მოსახლეობის საერთაშორისო სერვისების
(Population Services International (PSI)) ელჩია, მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო გოგონებისა
და ქალების ჯანმრთელობისა და უფლებების შესწავლისა და დაცვის მიზნით.
სულ ახლახან ეშლი დაინიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კეთილი ნების ელჩად
და სააგენტოსთან ერთად მუშაობს დედათა ავადობის გლობალური საკითხების
შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ის ქალებისა და გოგონების უფლებების უშიშარი
დამცველია და, როგორც გაუპატიურების მსხვერპლი, ხშირად საუბრობს საკუთარი გამოცდილების
შესახებაც. 2015 წელს ის ამერიკის საზოგადოებრივ მაუწყებელზე (PBS) იყო მთავარი მონაწილე
ნიკოლოზ კრიშტოფისა და შერილ ვუდანის ნოვატორული დოკუმენტური ფილმისა ,,გზა ჩანს“, რომელშიც
ეშლიმ იმოგზაურა ნეშვილში, რათა შეხვედროდა და გასცნობოდა სექსუალური ტრეფიკინგის
მსხვერპლთა ისტორიებს.
ეშლი ჯუდის შესახებ ინტერნეტში თუ მოიძიებთ ინფორმაციას, მარტივად მიაგნებთ მის ფოტოსურათებს
არაერთ აქტივისტთან, რომლებსაც აცვიათ მაისურები ცნობილი წარწერით: „სწორედ ასე უნდა
გამოიყურებოდეს ფემინისტი“. ეს ეპიზოდი ზუსტად გადმოსცემს მის თავდადებას თანასწორობისთვის
ბრძოლაში. ჰოლივუდში სექსუალური შევიწროებისა და სექსიზმის აქტიური კრიტიკოსი, ეშლი, აღიარებს
უთანასწორობას ყველა დონეზე და ამ საკითხების მოგვარებას უძღვნის თავის ცხოვრებას, რათა
დასრულდეს გენდერული ძალადობა.
...და ეს ძალისხმევა მხოლოდ დასაწყისია. 2016 წლის აგვისტოში ეშლიმ განაცხადა,
რომ ის ბერკლის, კალიფორნიის, უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის დოქტორის ხარისხის
მოპოვებას გეგმავს. ის ამბობს: ,,სერიოზული ფიქრისა და სიღრმისეული კვლევის შედეგად,
რასაც დავამატებ ჩემს გულსა და სულს, დაგანახვებთ, თუ როგორ შემიძლია გავაგრძელო
ჩემი მცირედი წვლილის შეტანა იმისათვის, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილად ვაქციო.''