გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ.
შეხვედრას წარუძღვა სოფიო ქარჩხაძე ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის იურისტი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პედაგოგები, ფერმერები, მოსწავლეები, ახალგაზრდები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიების მიზანი იყო ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერების ხელშეწყობა, საზოგადოებისთვის გენდერული ძალადობის მიმართ ინფორმაციის მიწოდება და ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო სერვისების გაცნობა - პოპულარიზაცია.
მომხსენებელმა მონაწილეებს გააცნო ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მსხვერპლის მოძალადისაგან დასაცავად არსებული სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმები, ასევე ძალადობის მსხვერპლის დაცვის სახელმწიფო სერვისები. ისაუბრა კრიზისულ ცენტრებისა და თავშესაფრების მუშაობის რეჟიმის, იქ არსებული მომსახურეობის სახეებისა და შესაძლებლობების შესახებ.
ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით პანდემიის პირობებში თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებს მომსახურებას განაგრძობს. ასევე, მიმდინარეობს კონსულტაცია, როგორც სატელეფონო, ასევე ონლაინ რეჟიმში. მუშაობს ცხელი ხაზი 116-006 24/7 -ზე. მსხვერპლებს ასევე, შეუძლიათ მიმართონ 112-ს, ხოლო 111 -ის ცხელი ხაზი ბავშვთა ძალადობის მსხვერპლთათვის არის ხელმისაწვდომი.