დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა 2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

2019 წლის 19 სექტემბერს, სასტუმრო თბილისი რუმსში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება-არსებული სიტუაცია და პერსპექტივები. შეხვედრა ორგანიზებული იყო ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მიერ“ პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ - ფარგლებში.

შეხვედრა მარნეულის მერობის კანდიდატებთან

24 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მარნეულის მერობის კანდიდატებთან. შეხვედრაზე კანდიდატებმა ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით მარნეულში არსებული გამოწვევების შესახებ და წარადგინეს თავიანთ ხედვები.

რა არის კიბერდანაშაული?

24 აპრილს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე: „რა არის კიბერდანაშაული?“თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. 

მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

30 მარტს, ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ინიციატივით გაიმართა მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც მიეძღვნა მე- 19 საუკუნის სამეგრელოს მკვიდრის, წარმატებული მეწარმე ქალის ნოტიო ლოლუას ხსოვნას.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის მემორიალური/საინფორმაციო დაფის გახსნა

21 მარტს, სოფელ ბახვში, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ინიციატივით და EWMI Access - ის მხარდაჭერით, გაიხსნა ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის მემორიალური/საინფორმაციო დაფა.

ქალი მეწარმეების გაძლიერება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება

16 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისში, გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ქალი მეწარმეების გაძლიერება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, რომელსაც უძღვებოდა ინოვაციური start up-ის www.soplidan.ge-ს დამფუძნებელი და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერი ნათია ნინიკელაშვილი.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსალოდნელი შედეგები

22 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართა საჯარო შეხვედრა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსალოდნელი შედეგები.

ესეების კონკურსი

✅„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ საქართველოს მასშტაბით რეგიონებში სკოლის მოსწავლეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლენილია.

სემინარი თემაზე „მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევები“

30 იანვარს, ქ. თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“  და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე „მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევები.“ სემინარის მიზანი გენდერული თანასწორობის გეგმების შესრულების მიმდინარე გამოწვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება იყო.

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის რეგიონებში.