საინფორმაციო შეხვედრა „სახელმწიფო სერვისები ძალადობის მსხვერპლებისთვის“

30 ნოე 2018

29 ნოემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ოზურგეთის ოფისში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „სახელმწიფო სერვისები ძალადობის მსხვერპლებისთვის“.

შეხვედრაზე მოხსენება გააკეთა ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის და ხელმძღვანელმა თამარ კეპულაძემ, რომელმაც მიმოიხილა ის სახელმწიფო პროგრამები და სერვისები, რომელიც სსიპ  ადამიანით ვაჭრობის  (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს გააჩნია. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ოზურგეთში ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, მათ შორის პოლიციის დეპარტამენტისა და პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქალაქ ოზურგეთში ახლად გახსნილ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრსა და მის გამოწვევებზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ეცოდინებათ ოჯახში ძალადობის კონკრეტული ფაქტების შესახებ, რა გამოცდილებაც აქამდეც ჰქონიათ, აუცილებლად ითანამშრომლებენ კრიზისულ ცენტრთან.