„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისში ფემინიზმზე იმსჯელეს

29 მარ 2018

29 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, შეხვედრა სახელწოდებით - „ფემინიზმი და დრო“ ჩატარდა.

ღონისძიების უძღვებოდნენ იყვნენ სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ტრენერი მანანა იოსელიანი და ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს ფემინიზმის წარმოშობის ისტორია, საქართველოში მცხოვრები პირველი ფემინისტი ქალების ცხოვრება და მოღვაწეობა და აუდიტორიას ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკური მონაცემები წარუდგინეს. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოწვეულმა სტუმრებმა პირად მაგალითებზე ისაუბრეს, საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს და ფემინიზმის კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების დამსხვრევის გზებზე იმსჯელეს. 
ღონისძიებას სტუდენტები, ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერის კუთხით მომუშავე პირები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საკითხით დაიტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. 
შეხვედრის მიზანს, საზოგადოებაში ფემინიზმის არსის სწორად დამკვიდრება და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.