ვორქშოპი "ნატო ვაჩნაძის ცხოვრება და მოღვაწეობა"

17 მარ 2018

17 მარტს ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ საგარეჯოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა მუზეუმის დღე უფროსკლასელებისთვის. 
შეხვედრას ესწრებოდნენ გურჯაანის სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, მუზეუმის თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრას უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინი სანადირაძე. ღონისძიება დაიწყო სახლ-მუზეუმის დათვარიელებით და გაგრძელდა ლექცია-ვორქშოპით ნატო ვაჩნაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. 
ნინი სანადირაძემ ისაუბრა ნატოს ცხოვრების ისეთ დეტალებზე, რაც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ნატოს დღიურებიდან მოყვანილ იქნა ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალი, რამაც განსაზღვრა ნატოს ისტორიული როლი. „კინოს ისტორიკოსებისთვის და მკვლევარებისთვის ძალიან საინტერესოა მისი კინოროლების ეპოქა სრულიად ახალგაზრდადან სრულიად მოხუც სახეებამდე“-ამბობს ნინი სანადირაძე.
იმის მიუხედავად, რომ ნატოს ეპოქაში არ არსებობდა იმდენი საშუალება, რაც დღეს ინფორმაციის გავრცელებაში გვეხმარება, იმ მასშტაბით, იმ საკომუნიკაციო საშუალებებით ნატო მსოფლიო მნიშვნელობის და ცნობადობის გახდა. ვენეციის მერვე კინოფესტივალზე ნატო ვაჩნაძე ხვდება და იტალიური პრესა ამბობს, რომ რომ მისი სილამაზე არის ნამდვილი, ჭეშმარიტი, ხელუხლებელი, არახელოვნური. ნატო ბევრ სხვა ღირსებებთან ერთად არის გამბედავი, ეს გამბედაობა მას გამოარჩევს და ხდის პოპულარულს.
ღონისძიების დასასრულს ხელოვნებათმცოდნე ნინი სანადირაძემ მოუწოდა ბავშვებს წაიკითხონ ნატოს დღიურები, მეგობრებთან ერთად მოვიდნენ ნატოს სახლ-მუზეუმში და ნახონ ფილმები მისი შესრულებით.