შეხვედრა რუსთავის ოფისში

21 დეკ 2018

2018 წლის  20 დეკემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში, ჩატარდა შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ლექტორთან, პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერთან ზურაბ ჯაფარიძესთან, რომელმაც  ისაუბრა თემაზე:  ,,ახალგაზრდობის როლი პოლიტიკურ პროცესებში’’.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის  ფორმატში.  ახალგაზრდებმა წამოჭრეს  ქვეყანაში მიმდინარე  მათთვის საინტერესო მრავალი საკითხი. ყოველ ახალ საკითხზე იმართებოდა დისკუსია. ერთ-ერთი დისკუსია შეეხო რელიგიის საკითხებს, რომლის შესახებაც მან პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა. ასევე ვერ უპასუხა მან კითხვებს აბორტის ნებადართულობის შესახებ და განაცხადა,  რომ ამაზე მას პასუხი უბრალოდ არ აქვს.

შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის განხილვას. ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესების მისეულ  ხედვებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯანდაცვის, განათლებისა და   ქვეყნის თავდაცვის საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავისა და საგარეჯოს  სკოლის უფროსკლასელები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.