მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსალოდნელი შედეგები

22 თებ 2019

22 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართა საჯარო შეხვედრა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსალოდნელი შედეგები. იგეგმება თუ არა ქალაქის განვითარების გეგმის შედგენა, რომლის მიხედვითაც ცენტრში მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა აიკრძალება; როგორ მიმდინარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა, წყალარინებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია; რა ეტაპზეა საზოგადოებრივი საპირფარეშოების, ზებრა გადასასვლელების, დევნილთა დასახლებაში არსებულ წყლის პრობლემების მოგვარება და ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, ასევე, სტადიონის მშენებლობა - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე შეხვედრას ესწრებოდენ მერიის, საკრებულოს და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მსგავსი შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში.

ატვირთული ფაილები