ესეების კონკურსი

13 თებ 2019

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ საქართველოს მასშტაბით რეგიონებში სკოლის მოსწავლეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლენილია.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველი ადგილი: აინურ ახმედოვა, მარნეული, სოფელი ზემო სარალი, მე-12 კლასი;

მეორე ადგილი: ანი თუთისანი, ოზურგეთი, დაბა ლაითურის საჯარო სკოლა, მე-12 კლასი;

მესამე ადგილი: თამარ თურაძე, ბათუმი, სკოლა „განათლება", მე-10 კლასი.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: თამარა გურჩიანი, დათო გორგილაძე და სალომე ბენიძე. კონკურსში 144-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან: საჩხერე, შუახევი, ბათუმი, ახალციხე, გორი, ბოლნისი, ზუგდიდი, თელავი, თიანეთი, მარეული, ლანჩხუთი, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, ქუთაისი, ჩოხატაური, ხარაგაული.

კონკურსი განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.