დამოუკიდებელი ინსპექტორი და ადვოკატთა ეთიკის კომისია

28 თებ 2019

28 თებერვალს, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ორგანიზებით და USAID-PROLoG - ის მხარდაჭერით, გორის სასწავლო უნივერსიტეტსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის გორის ოფისში, საქართველოს იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წარმომადგენლები სტუდენტებს და ადვოკატებს შეხვდნენ.

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისადმი მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის სპეციფიკაზე, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და ინსპექტორის სამსახურისადმი მიმართვის პროცედურებზე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ თორნიკე ბაქრაძემ და ეთიკის კომისიის წევრმა მარიკა არევაძემ კი სტუდენტებთან და ადვოკატებთან ისაუბრეს ეთიკის კომისიის საქმიანობაზე, ადვოკატის ეთიკურ ვალდებულებაზე და დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე.

შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

ატვირთული ფაილები