ქალი მეწარმეების გაძლიერება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება

17 მარ 2019

16 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისში, გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ქალი მეწარმეების გაძლიერება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, რომელსაც უძღვებოდა ინოვაციური start up-ის www.soplidan.ge-ს დამფუძნებელი და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერი ნათია ნინიკელაშვილი.

მსოფლიოს მასშტაბით ქალთა ისტორიის თვე ყოველწლიურად მარტში აღინიშნება. მისი მიზანი ქალთა ისტორიული მიღწევებისა და წარმატებების წარმოჩენა და ამ გზით მსოფლიოს განვითარებაში ქალების როლის ხაზგასმაა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მეწარმე ქალები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში 2019 წელს საქართველოს 10 ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.