ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის მემორიალური/საინფორმაციო დაფის გახსნა

21 მარ 2019

21 მარტს, სოფელ ბახვში, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ინიციატივით და EWMI Access - ის მხარდაჭერით, გაიხსნა ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის მემორიალური/საინფორმაციო დაფა.

ქრისტინე შარაშიძე დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრი იყო. ქრისტინე იყო ჩაბმული ანტი-საბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობაში. რეპრესირებულნი, გადასახლებულნი და/ან დახვრეტილნი იყვნენ მისი ოჯახის წევრები. პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა, ქრისტინე იყო მასწავლებელი და ლექტორი, მუშაობდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, ასევე ხელნაწერთა ინსტიტუტში. მან დაამუშავა IX- XIX საუკუნის 1500-ზე მეტი ქართული ხელნაწერი.

რეგიუნული ტურნეს ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარები სალომე ჭანტურიძე და ირაკლი ირემაძე შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ისაუბრეს იმ ქალების შესახებ, რომლებმაც საუკუნის წინ შთამბეჭდავი ისტორია შექმნეს.