რა არის კიბერდანაშაული?

24 აპრ 2019

24 აპრილს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე: „რა არის კიბერდანაშაული?“
თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. 
კიბერდანაშაულის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს მოქალაქეების დაბალი ცნობიერება წარმოადგენს. 
შეხვედრას უძღვებოდა შსს ქვემო ქართლის სამმართველოს უბნის ინსპექტორი მაია ფელიშვილი, რომელმაც საკითხის მოკლე მიმოხილვის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართა დისკუსია. 
კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის კიბერსივრცეში გამართულ ფუნქციონირებას, ელექტრონული ტრანზაქციების უსაფრთხო განხორციელებასა და ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის შეუფერხებელ განვითარებას". 
შეხვედრას ესწრებოდანენ სკოლის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, მშობლები, სტუდენტები და სხვა ამ საკითხით დაინტერესებული პირები.