დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა 2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

19 სექ 2019

2019 წლის 19 სექტემბერს, სასტუმრო თბილისი რუმსში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება-არსებული სიტუაცია და პერსპექტივები. შეხვედრა ორგანიზებული იყო ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მიერ“ პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ - ფარგლებში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ და „მწვანე კავკასიამ“ ჩაატარა გრანტების გამცემი საჯარო ინსტიტუტების მიერ გრანტის გაცემის პროცესის მონიტორინგი. მონიტორინგის პერიოდი მოიცავდა 2016-2017 წლებში გაცემულ გრანტებს.

შეხვედრის დასაწყისში აუდიტორიას მიმართეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ დირექტორმა ნინა ხატისკაცმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერმა დომენიკა სკუბიდამ.

შეხვედრის პირველი ნახევარი დაეთმო ორივე ორგანიზაციის მიერ წარმოებული მონიტორინგის ანგარიშის და ძირითადი მიგნებების აუდიტორიისათვის გაცნობას, ხოლო შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო სახელმწიფო საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გარემოს მიმოხილვას.

შეხვედრას ესწრებოდნენ გრანტის გამცემი საჯარო დაწესებულებების, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე მედიის წარმომადგენლები. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, დამსწრე აუდიტორია აქტიურად ჩაერთო კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან
(CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი. მისი მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი
ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და მათი კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

მონიტორინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://tiny.cc/3jm0cz