„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) უერთდება შინაგან საქმეთა სამინისტროს 18-დღიან საინფორმაციო კამპანიას და მის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისათვის დროული შეტყობინების მიზნით იწყებს საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“.
2019 წლის 19 სექტემბერს, სასტუმრო თბილისი რუმსში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება-არსებული სიტუაცია და პერსპექტივები. შეხვედრა ორგანიზებული იყო ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მიერ“ პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ - ფარგლებში.
26-27 მაისს პროექტის „შენი ხმა თანასწორობისთვის“ გამარჯვებულები ორდღიანი ვიზიტით თბილისს ესტუმრნენ.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წარმომადგენლები ქუთაისში სტუდენტებსა და ადვოკატებს შეხვდნენ.
24 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მარნეულის მერობის კანდიდატებთან. შეხვედრაზე კანდიდატებმა ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით მარნეულში არსებული გამოწვევების შესახებ და წარადგინეს თავიანთ ხედვები.
24 აპრილს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე: „რა არის კიბერდანაშაული?“
თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ.
17 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით ახალი არქიტექტორული კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
30 მარტს, ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ინიციატივით გაიმართა მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც მიეძღვნა მე- 19 საუკუნის სამეგრელოს მკვიდრის, წარმატებული მეწარმე ქალის ნოტიო ლოლუას ხსოვნას.
21 მარტს, სოფელ ბახვში, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ინიციატივით და EWMI Access - ის მხარდაჭერით, გაიხსნა ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის მემორიალური/საინფორმაციო დაფა.
16 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისში, გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ქალი მეწარმეების გაძლიერება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, რომელსაც უძღვებოდა ინოვაციური start up-ის www.soplidan.ge-ს დამფუძნებელი და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერი ნათია ნინიკელაშვილი.