კანტის აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24 იან 2020

კანტის აკადემიასა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად გაფორმდა.

კანტის აკადემიის პროგრამების ფარგლებში, პარტნიორობა ითვალისწინებს მოზარდებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებას ''დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რეგიონულ ოფისებში და ამ მიზნით ერთობლივი საგრანტო განაცხადების მომზადებას. ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორებთან ურთიერთობასა და ახალგაზრდების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კანტის აკადემიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მარეხი გვარამაძემ და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინა ხატისკაცმა.