მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

30 მარ 2019

30 მარტს, ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ინიციატივით გაიმართა მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც მიეძღვნა მე- 19 საუკუნის სამეგრელოს მკვიდრის, წარმატებული მეწარმე ქალის ნოტიო ლოლუას ხსოვნას.

მეწარმე ქალებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისის თაოსნობით, თხოვნით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის მიზნით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოყონ მუდმივი ადგილი ხისკოტეჯებთან ერთად, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს შაბათკვირას მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია და გააცნონ საკუთარი საქმიანობა ფართო მასას. ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს მეწარმე ქალების თხოვნას და საკითხს შემდეგ კვირას განიხილავს მეწარმე ქალების, ასევე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ჩართულობით.